fbpx

„გადავწყვიტეთ კლასობანა დავაბრუნოთ“ – ეზოების მოხატვა დაიწყო

ავტორი ჟოლო
62 ნახვა

გადავწყვიტეთ, თბილისში წინა თაობების ბავშვობის პოპულარული თამაში „კლასობანა“ დავაბრუნოთ. მართლა, როგორი მარტივი იყო, არა? ყველა ეზოში შეგეძლო გეთამაშა. მერე, რა რომ ასფალტზე ცარცით დახაზულ უჯრებს წვიმა შლიდა, თავიდან ვხატავდით… <3

საცხოვრებელი კორპუსების იმ ეზოებში, სადაც სამწუხაროდ, სკვერიც არ არის, საქანელა არ კიდია და აიწონა-დაიწონას გრძელი ძელიც კი არ დგას, მაგრამ ბეტონის ან ასფალტის საფარია, “კლასობანას” მოხატვა დავიწყეთ.

პირველად, პოლიტკოვსკაიას 9 ა-ში განალგებული კორპუსების საერთო ეზო შევარჩიეთ. საგანგებოდ შექმნილი ესკიზებიდან ბავშვების არჩევანი გავითავალისწინეთ და მათთვის სასურველი “კლასობანა” ეზოს იმ ნაწილში მოვხატეთ, სადაც მანქანა ვერ წვდება და თამაში უსაფრთხოა, ბავშვებს კი შეუძლიათ ნებისმიერ დროს იაქტიურონ ფიზიკურად.

“კლასობანას” მოხატვის კამპანია გაგრძელდება და თბილისის სხვადასხვა რაიონების, რუსთავის და ქუთაისის საცხოვრებელი კორუპების ეზოებსაც მიწვდება.

თუ გსურთ, თქვენს ეზოსაც ვეწვიოთ, შეგვეხმიანეთ. კამპანიის მიზანია ფერადი, სხვადასხვა დიზაინის ესკიზებით ბავშვები დააინტერესოს და ფიზიკური აქტივობისკენ უბიძგოს, მეტიც, გვინდა “ძველი” ბავშვების პოპულარული თამაში ისე შეუყვარდეთ, რომ შემდეგ თვითონ დახაზონ და ითამაშონ.

წყარო: ფიზიკური აქტივობა

 

klas3

მსგავსი სტატიები

Leave a Comment