fbpx

განქორწინების 9 ყველაზე გავრცელებული მიზეზი

ავტორი ჟოლო
68 ნახვა

სტატისტიკის მიხედვით ბოლო პერიოდში ევროპასა და ამერიკაში განსაკუთრებით გაზრდილია დანგრეული ოჯახების რაოდენობა. ოჯახების დაახლოებით 50% მალევე იშლება, აღნიშნული პრობლემა საქართველოშიც დგას. კვლევების თანახმად, ძირითადი მიზეზი ოჯახის ფინანსური დაუკმაყოფილებლობაა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ხშირ შემთხვევაში ერთი შეხედვით უცნაური მიზეზებიც ხშირია. წარმოგიდგენთ ოჯახების ნგრევის 9 მიზეზს:

 

1.თქვენი სამსახური სახლისგან მოშორებულია – შვედი სოციოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ერთ-ერთი მეუღლის სამსახური 45 წუთის სავალზე შორსაა სახლიდან ეს კამათის მიზეზი ხდება.

 

2. ყველა თქვენი მეგობარი დაოჯახებულია – განქორწინების მიზეზი გაუცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებაც საკმაოდ ხშირად ყოფილა. მაგალითად, თუ თქვენ გათხოვდით იმის გამო, რომ ყველა თქვენი მეგობარი უკვე დაოჯახებულია და შვილი ჰყავს, შესაძლოა ეს გადაწყვეტილება კრახით დასრულდეს.

 

3. თქვენი პირველი შვილი გოგონაა – სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, კვლევების თანახმად გაცილებით ხშირად ოჯახი იმ ქალბატონებს ენგრევათ, რომლებსაც პირველი შვილი მდედრობითი სქესის ჰყავთ.

 

4. გაქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა – ბევრ ადამიანს, როგორც ჩანს არ აქვს იმის უნარი  ცუდად მყოფ პარტნიორს გაუგოს. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ თუ ერთ-ერთ მეუღლეს რომელიმე სერიოზული დაავადება სჭირს ეს შესაძლოა ოჯახის დანგრევად დაუჯდეს.

 

5. ხართ ექიმი – განსაკუთრებით მამაკაცებს არ სიამოვნებთ, როდესაც მათი მეუღლეები დაკავებულები არიან. თუ თქვენ წარმატებული და შესაბამისად ძალიან დაკავებული ექიმი ხართ, შესაძლოა ეს განქორწინების მიზეზი გახდეს.

 

6. ოჯახის საქმეს თანაბრად ინაწილებთ – ყველა ქალს მოსწონს, როდესაც მეუღლე ეხმარება, მაგრამ როგორც ჩანს ეს მამაკაცებს სულაც არ მოსწონთ. ნუ გაგიხარდებათ, თუ თქვენი მეუღლე ოჯახის საქმეებს თანაბრად ინაწილებს, რადგან შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ეს მობეზრდეს.

 

7. თუ მეუღლეზე მეტს სვამთ – თუ თქვენ ქალბატონი ხართ და სვამთ იმაზე მეტს, ვიდრე თქვენს მეუღლეს შეუძლია ეს შესაძლოა სერიოზული კონფლიქტუის მიზეზი გახდეს.

 

8. ხართ ჭარბწონიანი – თანამედროვე მამაკაცებს გამხდარი ქაბატონები მოსწონთ, თუმცა ნახევარფაბრიკატების პოპულარობის ეპოქაში წონის შენარჩუნება არ ისე მარტივია. თუ თქვენ ჭარბი წონა გაქვთ სჯობს იზრუნოთ მის მოშორებაზე.

 

9. გაკლიათ „სიყვარულის ჰორმონი“ – მამაკაცებს ყველაზე მეტად სითბო და სიყვარული სჭირდებათ. თუ თქვენ გავიწყდებათ ხშირად მოეფეროთ მეუღლეს, მაშინ მზად იყავით, რომ ის ოდესღაც სხვაში გაგცვლით.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment