fbpx

„გელოდებით! მიყვარხართ! გმადლობთ!“ – ნიკოლოზ რაჭველის სასიხარულო სიახლე

ავტორი ჟოლო
40 ნახვა
როგორც ვიცით მაყურებელთა თხოვნით 9-10 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მსოფლიო კინომუსიკის შედევრები კვლავ გაიჟღერებს.
 
თუმცა, განმეორებით კონცერტებზეც ყველა ბილეთი გაიყიდა და ბევრი კვლავ კონცერტის გარეშე რჩება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნიკოლოზ რაჭველმა „ფეისბუქის“ საკუთრ გვერდზე შემდეგი სახის განცხადება გამოაქვეყნა:

„სასიხარულო სიახელე!!!

ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო, ვინაიდან ჩვენი კინომუსიკის განმეორებითი საღამოების ბილეთები ძალზედ ადრიანად გაიყიდა და ბევრი მსურველი დარჩა კონცერტზე დასწრების შესაძლებლობის გარეშე, ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი დღე დავამატოთ და გიმასპინძლოთ თბილისის საკონცერტო დარბაზში ოთხშაბათს 12 ნოემბერს 21.00 საათზე! 

ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ბევრ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა დატკბეს მსოფლიო კინომუსიკის შედევრებით, კიდევ ბევრ მშობელს მიეცემა შესაძლებლობა თავისი შვილები აზიაროს მაღალ ხელოვნებას და კიდევ ბევრი ჩემი თაობის ადამიანი შეძლებს გაუკეთოს საჩუქარი თავის მშობლებს და ამოგზაუროს დაუვიწყარ მოგონებებში! 

გელოდებით! მიყვარხართ! გმადლობთ!
თქვენი ნიკოლოზ რაჭველი“

კონცერტზე კინოს და მუსიკის მოყვარულები, ლეგენდარულ ჩარლი ჩაპლინის, მარჩელო მასტროიანის, სოფი ლორენის, ანუკ ემეს, ფედერიკო ფელინის ფილმებთან ერთად, ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ენიო მორიკონეს, ჯონ უილიამსის და სხვათა კლასიკად ქცეული მუსიკით ისიამოვნებენ.

 პროექტის იდეის ავტორი ნიკოლოზ რაჭველია, სცენარი კი, – თეონა ჯორბენაძეს ეკუთვნის.

წყარო: newposts.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment