თურმე გაბრაზებისას დედის დაუფიქრებლად წამოსროლილ ფრაზას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.
ბავშვისთვის დედა ყველაფერია და მისი ყოველი სიტყვა ღრმად აღიბეჭდება პატარის ცნობიერებაში. ფსიქოლოგებმა შეადგინეს ყველაზე გავრცელებული ფრაზების ათეული, რომელსაც თითქმის ყველა დედა წარმოთქვამს:
1. შენი ტოლი რომ ვიყავი, ერთი დაბალი ნიშანიც არ მიმიღია.
2. ჩემო წიწილავ, მაიმუნო, გოჭო.
3. შეხედე, თაკომ საკონტროლოში 10-იანი მიიღო, შენ კი 8-იანს ვერ გაცდი.
4. აი, რაკი ასე იქცევი, აღარ მიყვარხარ.
5. ნუ მარცხვენ!
6. პირწავარდნილი მამაშენი ხარ.
7. არ შეჭამ ფაფას და დარჩები უტვინო და სუსტი.
8. თუ წესიერად არ მოიქცევი, ინტერნატში ჩაგაბარებთ.
9. ჯერ მივიდეთ სახლში, იქ მიიღებ საკადრისს!
10. თავიდან მომწყდი, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს და შენი ხმა არ გავიგონო.
წყარო:http://mshoblebi.ge/