ტატუ დღესდღეობით იმდენად პოპულარულია ერთ სხეულზე შესაძლოა ათობითაც კი შეგხვდეს. ყველა ადამიანი ცდილობს ტატუ განსაზღვრული მნიშვნელობით გაიკეთოს, უმრავლესობას წარწერები მოსწონს. ნახეთ რას ნიშნავს ცნობილი ვარსკვლავების ტატუები:
1.ქეთი პერი – მას და ამჟამად მის ყოფილ მეუღლეს რასელ ბრენდს მკლავზე ამოტვიფრული ჰქონდათ წარწერა „Anuugachati Pravaha”, რაც მისი თქმით ინდური ფრაზაა და ნიშნავს „მიჰყევი დინებას“.
2.სელენა გომეზი – ზურგზე არაბულად აწერია „პირველ რიგში გიყვარდეს საკუთარი თავი“.
3.რიჰანა – „არასოდეს დამარცხდე. მიიღე გაკვეთილი“ აწერია ბეჭზე წინა მხრიდან. მთავარი კი ისაა, რომ მას ეს წარწერა უკუღმა აქვს გაკეთებული და მისი წაკითხვა სარკეში შეუძლია.
4.მეგან ფოქსი – „ჩვენ ყველანი დავცინებთ ოქროს პეპლებს“, შექსპირისეული ფრაზა მან ჰოლივუდს მიუძღვნა. როგორ აღნიშნავს ჰოლივუდისგან თავი შორს უნდა გეჭიროს.
5.რაიან გოსლინგი – ხელზე ახატია მონსტრის ხელი, რომელიც თითქოს გულს აცლის. მსახიობის თქმით მან ეს ნახატი თავად გაიკეთა და ის კაქტუსს ჰგავს.
6.ანჯელინა ჯოლი – მხარზე ამოტვიფრული აქვს შვილების და ბრედ პიტის დაბადების თარიღები.