„ამ დღის მერე ამ ღვთისნიერი კაცის მისამართს ვეძებ, რომ მივიდე, ვაკოცო და ვუთხრა: თქვენ რომ არა ღმერთმა უწყის ახლა სად ვიქნებოდი … “ – წერს ჟურნალისტი ლადო გოგოლაძე სოციალურ ქსელში და უცნობ ექიმს 30 წლის წინ „ნაჩუქარი ცხოვრებისთვის“ მადლობას უხდის.
ლადო გოგოლაძე: „კაი ხანს ელოდა ჩემი ოჯახი ჩემს ქვეყნად მოვლინებას. აი, დადგა ნანატრი დღე. 1986 წლის 19 ივლისი. გავჩნდი. მამაჩემმა აბა, საჯიშე ბიჭი მეყოლაო და ათი დღე დებატები გამართა რქაწითელთან. დედაჩემი კი ამაოდ ელოდა, ყმის ნახვას. გავიდა 1,2,3,4…. საათი და ექიმმა უთხრა ის რასაც დედებს იშვიათად ეუბნებიან:- „იცით ქალბატონო, თქვენი შვილი დებილი იქნება. როდესაც გაიზრდება საკუთარი ხელით ვერ შეჭამს, ხოლო თუ გაიარა ეს უკვე დიდი შედეგი იქნება, ამიტომ დებილების პალატაში ვაწვენთ“. (არავის დისკრიმინაციას არ ვახდენ. უნარ შეზღუდული ადამიანები ყველაზე ტკბილები არიან. მათ აქვთ სიკეთის ყველაზე დიდი აღქმა და ყველაზე ახლოს არიან უფალთან).
წარმოიდგინეთ დედაჩემის მდგომარეობა. 5 თუ 6 დღე ვიწექი უნარშეზღუდული ბავშვების პალატაში. მეშვიდე დღეს ერთ-ერთ ექიმს მოუვიდა უბედური შემთხვევა და ახალდაბადებული ბავშვი დაუვარდა. ამის გამო საქართველოს ბავშვთა მთავარი ექიმი გამოიძახეს. ეს ბავშვი გასინჯა, მერე ექიმებმა სთხოვეს ორი ძალიან მძიმე პატარა გვყავს და იქნებ ისინიც გასინჯოო. გაგვსინჯა მე და კიდევ ერთი. პალატაში მთავარი ექიმი დაიბარა, ჩემზე მიუთითა და ჰკითხა: თქვენ ხომ არ გაღაჟღაჟებთ?! რა ეტყობა “გიორგევიჩს” დებილობისო. მოკლედ, რომ ვთქვა უთხრა, მიუყვანეთ ეს ბავშვი დედას, კაჟივით ბიჭიაო (ძალიან გთხოვთ, ექიმი შეცდა და ეგეთი კომენტარებისაგან თავი შეიკავეთ, თქვენზე კარგად ვიცი რომ შეცდა 😀 ).
თურმე დედასთან რომ მიმიყვანეს დაახლოებით ნახევარი საათი ვჭამდი ( ამ მომენტიდან არ მევასებიან გორელი ექიმები – კაი დებილი გგონივარ, გეგონო, მაგრამ მაჭამე მაინც რა)
ჰოდა, ამ დღის მერე ამ ღვთისნიერი კაცის მისამართს ვეძებ, რომ მივიდე, ვაკოცო და ვუთხრა: თქვენ რომ არა ღმერთმა უწყის ახლა სად ვიქნებოდი. არაა გამორიცხული სურამელიც კი არ ვყოფილიყავი:( მოკლედ, დიდი მადლობა ჩემთვის უცხო ადამიანო 🙂
ჰო, მართლა, ეს ყველაფერი ხდებოდა ზუსტად 30 წლის წინ :)))))
p.s. სამი წელია ამას ვწერ და ჯერ ისევ ვერ მივაგენი.