fbpx

თამარ ივერი: თუ ვინმეს დაბადების დღე, ქორწილი, ან ქელეხი გაქვთ ოპერის თეატრზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვით

ავტორი ნინო გონგაძე
40 ნახვა

ქართველმა საოპერო მომღერალმა მზია ნიორაძემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე გადაღებების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა ტექსტით.

“SOS!!! თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, პორნო ფილმებისათვის გადასაღებ არენად გადაიქცა! ესეც თქვენი კინწურაშვილის ევროპული მენეჯმენტი!”

13606539_10208237985898988_177229535148644219_n13614929_10208237931497628_4280632137950892716_n13495102_10154267652709192_160326226467442215_n

ამ ამბავს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით ოპერის მომღერლების მხრიდან, რომლებიც უკვე დიდი ხანია გმობენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის მმართველობას.

ერთ-ერთი მათგანია თამარ ივერი, რომელმაც ამ ფაქტს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:

“ოპერის თეატრში დღეს მთელი დღე პორნო ეროტიული სცენების გადაღება იყო. რა დონის ხელმძღვანელიც ჰყავს თეატრს….იმას ჰკადრებს ამ წმინდა ხელოვნების ტაძარს!! და ასეთ ღონისძიებებზე ქირავდება ეს ყოფილი პრემიერის მიერ ახალგარემონტებული ოპერის თეატრი დღეში 3-5 ათას ლარად.

ასე რომ,თუ ვინმეს დაბადების დღე, ქორწილი ან ღმერთმა გაშოროთ ქელეხი გაქვთ…..უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ბატონი დავით კინწურაშვილი გეპატიჟებათ ყველას….ვისაც ხელზე აღნიშნული თანხა გაგაჩნიათ.

თუ სურვილია-ნაღდი თანხის დამატებით პაკეტში ასევე…”მინი”ორკესტრსაც შემოგთავაზებთ მისი “ღვინოვ კახურო” და “დამისხი დამალევინე”ს არიების თანხლებებითაც.

და კიდევ ერთ მაგალითს ვიტყვი…ერთმა ნაცნობმა პიროვნებამ გამოსაცდელად დარეკა და ოპერაში 600 კაციანი ბანკეტი მოითხოვა. ელოდა რომ ეტყოდნენ….”თქვენ ავად ხომ არ ხართ”ო. გვარს არ დავასახელებთ და ერთმა თანამშრომელმა სრულიად სერიოზულობით უპასუხა… 600_ს ვერ გავქაჩავთ და 300-400კაცამდე შეიძლებაო.(!!!)

რას ვიზამთ, როცა თეატრს ოფიციალურად 400.000 ინკასო ვალი აქვს….თანხა თუნდაც ქელეხებიდანაც უნდა ამოიღოს”.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment