fbpx

თამარ ივერი: „Finally!!!!!!!! ჩვენ ეს შევძელით“ – ოპერაში გამარჯვებას ზეიმობენ

ავტორი ჟოლო
15 ნახვა

თბილისის ოპერის გახმაურებული დაპირისპირება დავით კინწურაშვილის კრახით დასრულდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დაკავებული „თანამდებობიდან“ გადააყენა. „გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!!!! ჩვენ ეს შევძელით!! ოპერას გადარჩენის შანსი გამოუჩნდა!!!!“ – წერს თამარ ივერი და ამ ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით ეხმაურება.

თამარ ივერი: Finally!!!!!!!!
მადლობა ბატონ მიხეილ გიორგაძეს სამართლიანი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებისათვის!!
ვულოცავ დასის ყველა წევრს, მათი თავდადების და ოპერის თეატრის უკეთესი მომავლისთვის სამართლიანი ბრძოლის სამინისტროს მხრიდან დროულ დაფასებას და სიმართლის და სამართლის ზეიმს!!!
გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!!!!
ჩვენ ეს შევძელით!! ოპერას გადარჩენის შანსი გამოუჩნდა!!!!“

tamariთუმცა, ამ სიხარულამდე იყო კიდევ ერთი პოსტი, რომელიც თამარ ივერმა თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს მაშინ „მიუძღვნა“, როდესაც მან თეატრში საკადრო ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტა და თანამშრომლები გაათავისუფლა. ოპერის თეატრში „რეორგანიზაცია“ მინისტრის მიერ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს მოჰყვა, მიხეილ გიორგაძემ კინწურაშვილს თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვება ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადააყენებდნენ. 

ამ რჩევას კი შემდეგი შედეგი მოჰყვა

თამარ ივერი: „ვრცელდება ინფორმაცია რომ აგონიაში მყოფი სამხატვრო ხელმძღვანელი მისი განთავისუფლების წინ, მის კიდევ წუთებით დარჩენილ იურიდიულ უფლებას იყენებს და შურისძიების მიზნით,პრინციპით: “ისე არ წავალ რომ არ გაგიყოლოთ” ანგარიშმიუცემლად ხსნის მის ოპოზიციაში მყოფ,თავისი საქმის პროფესიონალ ადამიანებს.
ლაპარაკია რომ გაანთავისუფლა
ნინო გოგინაშვილი, იამზე გურჩიანი,გოჩა გაბიძაშვილი და ეკა გელაშვილი. და ეს ყველაფერი….მხოლოდდამხოლოდ შურისძიების მიზნით.იმედია,ჩვენდამი ეჭვით განწყობილი საზოგადოება…მისი ნაბიჯების შემყურე,ახლა მაინც ხედავს ამ ადამიანის რეალურ სახეს.
ვთვლი,რომ თუ ბატონმა მინისტრმა მას დროზე არ შეუჩერა უფლებამოსილება…არ არის გამორიცხული,წასვლამდე თეატრში მხოლოდ ყარაული არ დატოვოს და მთელი დასი დახსნას.ის თავად არ წავა და მოხსნამდე კიდევ ბევრ გამწარებულ ადამიანს გაიყოლებს….ის ხომ ზნეობიდან ისევე შორს არის როგორც ჩინეთი და ამერიკა.
რაც შეეხება ამ განთავისუფლებულ ადამიანებს,ის ბატონმა მინისტრმა ან თეატრში მოსულმა ახალმა ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ მათ კუთვნილ თანამდებობებზე!! და ეს უნდა იყოს მათ საარჩევნო პროგრამაშიც შეტანილი!!!“

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ახალ ხელმძღვანელს ელის … 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment