ძვირფასო დედა და მამა!
მას შემდეგ რაც კოლეჯში წავედი, იშვიათად გწერდით. მე ძალიან ვწუხვარ და ვნანობ რომ უყურადღებობას ვიჩენდი თქვენს მიმართ. ახლა შეგატყობინებთ ყველაფერს, რაც თავს გადამხდა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ მანამ, სანამ კითხვას გააგრძელებთ, ძალიან გთხოვთ ჩამოჯექით. თქვენ არ გააგრძელებთ კითხვას სანამ არ ჩამოჯდებით, კარგი?
ახლა მე კარგად ვგრძნობ თავს. უკვე თითქმის სრულიად განვიკურნე თავის ქალის მოტეხილობისა და ტვინის შერყევისგან, რომელიც მივიღე კოლეჯის საერთო სახცოვრებელში ხანძრის გაჩენინას მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტომის შედეგად. მე ორი კვირა გავატარე საავადმყოფოში და ახლა უკვე თითქმის ნორმალურად ვხედავ და თავის ტკივილებიც იშვიათად მაქვს.
საბედნიეროდ ხანძარი და ჩემი გადმოხტომის ფაქტი დაუნახავს მორიგე ოპერატორს საერთო საცხოვრებლის პირდაპირ მდებარე გაზგასამართი სადგურიდან და მან გამოიძახა სახანძრო და სასაწრაფო დახმარების მანქანები. ის ასევე მოდიოდა ჩემს მოსანახულებლად საავადმყოფოში და რადგან მე არ ვიცოდი სად უნდა მეცხოვრა ხანძრის შემდეგ, მან შემომთავაზა დროებით მისი ოთახი გაგვეყო. ეს ოთახი სინამდვილეში ნახევრადსარდაფია, მაგრამ არა უშავს, საკმაოდ კომფორტულია…
ის არაჩვეულებრივია ბიჭია. ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი და დაქორწინებას ვაპირებთ. ქორწილის თარიღი ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ მანამდე უნდა მოვასწროთ, სანამ ჩემი ფეხმძიმობა შესამჩნევი გახდება.
დიახ, დედა, მამა, მე ფეხმძიმედ ვარ. მე ვიცი რომ თქვენ ოცნებობთ გახდეთ ბებია და ბაბუა და რომ თქვენ გულთბილად მიიღებთ ჩემს ბავშვს და სიყვარულით აავსებთ მას და არ მოაკლებთ მზრუნველობას. ჩვენი ქორწინების შეფერხების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემმა საქმრომ აიკიდა უმნიშვნელო ინფექცია, რომელიც ხელს გვიშლის სისხლის წინასაქორწილო ანალიზების ჩაბარებაში, თანაც მისგან ინფექცია მეც გადმომედო. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ გულთბილად მიიღებთ ჩემს საქმროსაც. ის ძალიან კეთილია. მართალია არც თუ ისე განათლებული, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან შრომისმოყვარეა.
ახლა კი, მას შემდეგ რაც გაცნობეთ ყველაფერი, რაც მოხდა, მინდა გითხრათ, რომ ხანძარი საერთო საცხორებელში არ ყოფილა, მე არ მქონია ტვინის შერყევა და თავის ქალის დაზიანება, მე არ ვყოფილვარ საავადმყოფოში, მე არ ვარ ფეხმძიმედ, არ ვარ დანიშნული, არ ვარ ინფიცირებული და არ მყავს მეგომარი ბიჭი. მაგრამ მე მაქვს დაბალი ქულები ამერიკის ისტორიაში და ძალიან ცუდი ნიშნები ქიმიაში და მინდა რომ თქვენ ეს ფაქტი მიიღოთ ბრძნულად და შემწყნარებლობით.
სიყვარულით, თქვენი შერონი.
—————-
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
წყარო: http://mebonia.com/