ისწავლეთ უარის თქმა ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს არ იკავებენ. მხოლოდ ხათრის და რაღაც მენტალური ვალდებულებების გამო ნუ გექნებათ ურთიერთობა იმ ადამინებთან, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ თქვენზე.
არ მოუთმინოთ, ადამიანებს, რომლებიც არ გინდობენ!. ზოგჯერ ადამინები მხოლოდ იმიტომ თანხმდებიან, რაღაცაზე, რომ სხვისი გრძნობები არ შელახონ. თქვენთვის არ ღირს ასეთ დათმობაზე წასვლა, იმიტომ რომ საკუთარი წესებით და შეხედულებებით ცხოვრებით ტკბობა უნდა მოასწროთ.
20 წლის ადამიანებს სამყარო გახსნილი და შესაძლებლობებით სავსე ეჩვენებათ, ცხოვრებისეული გამოცდილების არქონის გამო ისინი კონფლიქტში მოდიან უფროს ადამიანებთან, იმ შემთხვევაშიც როცა ისინი მართლები არიან. მაგრამ 30 წელს მიტანებულმა ადამიანებმა უკვე იციან, რომ კარგი ურთიერთობის დამყარება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და მხოლოდ იმ ადამიანებთან ღირს ურთიერთობა, რომლებთან კონტაქტი მხოლოდ დადებით ემოციებს მოგიტანთ.
ასე რომ, არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ თქვენი ძვირფასი დრო დახარჯოთ ადამიანებზე, რომლებიც მხარს არ გიჭერენ ცხოვრების გზაზე.
წყარო: წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად