fbpx

პაატა ქურდაძე: „ქალაქი კი არა ნამდვილი „ფსიხუშკაა“

ავტორი ჟოლო
49 ნახვა

გნების კითხვას გადაჩვეულებს, ტვინის გასავარჯიშებლად, რეალობის უკეთ აღსაქმელად და ამასთანავე სიამოვნების მისაღებად უებარ საშუალებას გთავაზობთ.

 

ეს სოციალურ ქსელში განთავსებული მწერალისა და პუბლიცისტის პაატა ქურდაძის სტატუსებია. იმდენად სხარტი, მოქნილი და ჭკუის სასწავლებელი რომ დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან გვერდის ავლა.

ამჯერად პაატა ქალაქში ხმაურის მავნე გავლენასა და თბილისი -„ფსიხუშკას“ ნაკლოვანებებს ოსტატურად აღწერს და ამით უამრავთა სათქმელს ამბობს.

პაატა ქურდაძის სტატუსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე

ძალიან მაინტერესებს, ამ ქალაქში ოდესმე ვინმეს თუ უფიქრია ხმაური მავნე გავლენის შესახებ ადამიანის ნერვიულ სისტემაზე და შესაბამისად ჯანმრთელობაზე? ხმაურის რაიმე ნორმები და შეზღუდვები თუ არსებობს? ან თუ არსებობს რა სანქციებია გათვალისწინებული მათ დარღვევაზე? 
ყველაზე აუტანელი რა თქმა უნდა არის ავტომობილების სიგნალები: ჩემი აზრით საშუალო ქართველი მძღოლი დაახლოვებით ყოველ 30 წამში ერთხელ აჭერს ხელს თავის სიგნალს და სრული იდიოტის, ან თუ გნებავთ “დასიგნალებულის” შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ვერ ხვდება რომ “პიპინი” გასართობი საშუალება კი არა ექსტრემალურ სიტუაციაში ბოლო გამოსავალია.ამხელა ქვეყანაში სიგნალის ამკრძალავი ერთად ერთი საავტომობილო ნიშანი ვარძიაში ვნახე – ქვის შლას და ცვენას იწვევს და იმიტომ… ადამიანის ტვინს რას უზამს ამაზე თუ დაფიქდება ის უწყება ვისაც ხმაურის რეგულაციები ეხება ზალიან კარგი იქნება – იმედი მაქვს ამ მარტივ კითხვაზე დასაფიქრებლად საჭირო ტვინის რაოდენობა გააჩნიათ:(

ასევე აუტანელია პატრულის ლაზღანდარობა მიკროფონში. ყველას გინახავთ – მაშინაც კი როდესაც ‘მიმართვის” ობიექტი სულ რაღაც ორ მეტრშია, პატრული მას მაინც მიკროფონით და ასვატიანი გამაძლიერებელის საშუალებით მიმართავს – დროს რა თქმა უნდა არ აქვს მნიშვნელობა, პატრული ალბათ სამართლიანობად თვლის, რომ რადგან თვითონ არ ძინავს ღამის სამ საათზე, არც სხვამ უნდა დაიძინოს… მას სრულიად არ აწუხებს, რომ ვინმე ავადმყოფს, ბავშვს ან უბრალოდ ზალიან დაღლილ ადამიანს შეიძლება ძილი დაუფრთხოს მისმა გაუთავებელმა ღრიალმა მიკროფონში: “ოპელი გაიყვანე მანქანა, იმოძრავე, ოპელი იმოძრავე!!!!” … გეგონება მიკროფონის გარეშე რომ უთხრას “ოპელი” ვერ გაიგონებს, გეგონება მთელმა ქალაქმა აუცილებლად უნდა იცოდეს რომ ამ უბადრუკმა ოპელმა აუციებლად უნდა იმოძრაოს!!! ყოვლად აუტანელი მოსასმენია უნიფორმიანი სახელმწიფო მოხელეების გაუთავებელი ღრიალი ქალაქის ქუჩებში, რომელიც როგორც ჩანს საკუთარ ლიმუზინებში მთვლემარე ქართველ ნეტარ ჩინოვნიკებს დედაპოლიციის ნანასავით ჩაესმის :(:( 
ამ ზაფხულს კიდევ ბევრი ახალი “ხმაურები” აღმოვაჩინე, მაგალითად ფეიერვერკების, ღამე შენს ღია ფანჯარასთან გაჩერებული ავტომობილის ბოლომდე აწეული ელექტრონული მუსიკისგუგუნი და გოგოების აბსოლუტურად იდიოტური კისკისი… ვიღაც ტიპის, რომელიც მეგაფონით ყვირის ყოველ დილით – ჯართი!!! ჯართს ვიბარებ! ვიბარებ ჯართს! გაზის კალონკებს! მაცივრებს!… ჯართს ვიბარებ .. და ა.შ… მაგრამ ყველაზე დიდი სიახლე მაინც ახლადგამოჩეკილი ქართველი ბაიკერები არიან – რომლებსაც როგორც ჩანს “მაყუჩი” ანუ “შოფრულად”რომ ვთქვათ “გლუშიტელები” ნორმიდან გადაკეთებული აქვთ მოტორის სიმძლავრის მომატების მიზნით და ყოველ ღამე ასე თორმეტიდან პირველამდე რუსთაველზე ისეთი გუგუნით არტყამენ წრეებს რეაქტიული თვითმფრინავების შემოსევა გეგონებათ… პატრულს ცხადია ეს არ აწუხებს, მოკლედ ქალაქი კი არა ნამდვილი “ფსიხუშკაა” … შემდეგ ჩამოსვლაზე ყურებში სილიკონის საცობებით უნდა ჩამოვიდე თორემ ნამდვილად სამკურნალო გავხდები:)

წყარო: newposts.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment