ვიცხოვრებდი ოკეანის ნაპირზე, მოთეთრო-მოყვითალო ქვიშაზე ლამაზად დასკუპებულ თეთრ, მსუბუქ, შემინულ სახლში…
ჩემი საძინებლის აივნიდან გადავხედავდი მზის ჩასვლას და მოვუსმენდი ოკეანის ხმაურს… სამზარეულოს ფანჯრიდან კი – მზის ამოსვლას შევხვდებოდი ფინჯანი ჩაით ხელში…
და მაშინ, როცა ძალიან მომენატრებოდა ბავშვობა და მაშინაც, როცა არც ისე მომენატრებოდა, ვირბენდი ცხელ ქვიშაზე და დასაჭერად გავეკიდებოდი ოკეანის ტალღებს…
დილით, სანამ ყველა გაიღვიძებდა, დავწერდი წიგნებს, დღისით ვითამაშებდი სანაპიროზე ხელბურთს და ღამით ვიცეკვებდი მეგობრებთან ერთად, ჭიქა წითელი ღვინით ხელში, კოცონის გარშემო ტამტამების ხმაზე…
ირგვლივ ირბენდნენ ჩემი ბედნიერი ბავშვები, ჩამეხუტებოდა ჩემი სიყვარული (სიტყვა ქმარი რომ ვერ მოვარგე ვერაფრით), გადავხედავდი 3-4 ნამდვილ მეგობარს და ვიქნებოდი ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი, შეყვარებული (ცოლი ვერ მოვირგე ვერაფრით), დედა და მწერალი…
უჰ, რომ იცოდეთ, როგორ მინდა…
რა გინდათ თქვენ?
ნატა თვალაძე