fbpx

სასტუმრო კინგ გორგასალი – ძველი თბილისის მემატიანე

ავტორი ჟოლო
98 ნახვა

Hotel King Gorgasali, ძველ თბილისში სწორედ იქ მდებარეობს, სადაც ლეგენდა თბილისზე დაიბადა, ამიტომაც ეს ადგილი როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც გამორჩეულია.

შესაძლებლობა მომეცა სასტუმროს შესახებ სტატია მეტეხი სვით ნომერში მომემზადებინა და აივნიდან ძველი თბილისის ხედით დავმტკბარვიყავი. მეტეხი სვით ტიპის ნომრებიდან ნარიყალა, ძველი თბილისი და მდინარე მტკვარი ხელისგულივით ჩანს.  ოთახში სანთლის სანათები, ტკბილეული და კოქტეილი დამხვდა. ნომრები გათვლილია ბიზნეს სექტორზე, ოჯახებზე, ახლადდაქორწინებულ წყვილებზე და ყველა ტიპის მოგზაურზე, რომელთაც მოსწონთ სასტუმროს ლოკაცია და ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ.

სასტუმროს აქვს არტ- დეკოს სტილის გარემო და ოთახები. ინტერიერი თბილი ფერებია. საინტერესოა სტილის ნაზავი ეროვნულთან. იგრძნობა ქართული გარემო და გეძლევათ შესაძლებლობა დაათვალიეროთ სხვადასხვა ტიპის ნახატები, ნამუშევრები და მეფეების პორტრეტები.

სასტუმროში მომსახურეობა მრავალფეროვანია. პერსონალი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.

სასტუმროში ევროპელ და დსთ – ს ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს შევხვდი, რომლებიც სომელიესთან საუბრით იყვნენ გართულნი და ღვინის დეგუსტაციით მოხიბლულნი ისმენდნენ ინფორმაციას.ქართული ღვინის ტექნოლოგიების შესახებ.  სასტუმროში შეგიძლიათ ლობი ლაუნჯ ბიბლიოთეკა დაათვალიეროთ, სადაც სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ჯულია მგელაძემ მიმასპინძლა. ბიბლიოთეკა წიგნებით თანამშრომლებმა მოამარაგეს და თუკი თაროდან, რომელიმე წიგნს გადმოიღებთ, თითოეული წიგნის ყდაზე მათ ამჟამინდელ პოზიციასა და სამომავლო ოცნებებს გაეცნობით. როდესაც ბიბლიოთეკის წიგნებს გავეცანი სასტუმროს მენეჯერის ოცნებამ აღმაფრთოვანა,ჯულიამ რთული გზა გაიარა წარმატების მისაღწევად და ახლა უდიდესი პროფესიონალიზმით მართავს სასტუმროს და ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე.

მივირთვი ფინჯანი ჩაი და გავეცანი სტუმრების წიგნს,რომელშიც აღწერილია სასტუმროს ლოკაციის ისტორია და თანამშრომლების შესაძლებლობები,რომლებთაც მუდმივად უტარდებათ ტრენინგები,რადგან მათი ცოდნა სასტუმროს მომსახურეობის ხარისხს განსაზღვრავს.გულისხმიერი და მოტივირებული პერსონალი ქმნის „ქოზი“გარემოს სასტუმროში. მოგზაურობის დროს,როდესაც მთელ დღეს გარეთ ვატარებთ და სასტუმროში თბილი გარემო გხვდება ეს ძალიან სასიამოვნოა.

კინგ გორგასალი შვედური კომპანია „SAFE HOTLS “ წევრია, რაც დიდი პატივია სასტუმროსათვის.

ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდეგ ტერასაზე განვმარტოვდი, სადაც ადგილობრივები და ტურისტები სასიამოვნოდ ატარებდნენ დროს.სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა სასტუმროში ჩაატარონ კონფერენციები,კორპორატიული შეკრებები,სადაც მათ ჭიქა წყლის ნაცვლად ბოკალი ღვინით უმასპინძლდებიან,მსგავსი დეტალები და სტუმართმოყვარეობა აღაფრთოვანებთ სტუმრებს. ასევე სასტუმროში შესაძლებელია სტუმრებმა აღნიშნონ დაბადების დღე და ქორწილს ორგანიზება გაუწიონ. ვეწვიე ხინკლის შოუ რუმს,სადაც იმართება მასტერკლასები და სტუმრები საკუთარი ხელით ახვევენ ხინკალს და ხაჭაპურს ამზადებენ.სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია იმერული ტიპის ქსელური რესტორანი სორმონი,სადაც უგემრიელესი კერძების მენიუ დახვდებათ სტუმრებს.

ყურადღების გარეშე არ დამრჩენია მებარგული ბიჭის უნიფორმა,რომელიც გადაწყვეტილია სასტუმროს ლოგოს ფერებში. ხელზე ამოტვიფრული აქვს სასტუმროს სახელწოდება,ხოხობი და დეტალები ხაზსგასმულია მოოქროვილი ძაფით.

როდესაც დაბინდდა ჯადოსნური სამყარო გადაიშალა ჩემი ნომრიდან. განათდა ძველი ქუჩები, სახლები და აივნები. ვერცხლისფერი მთვარე ცაზე ამოცურდა და მიუხედავად იმისა ღამით ხშირად მისეირნია ძველ თბილისში ფეხით, დაუვიწყარი ემოციები განვიცადე.შუა ღამემდე ვწერდი.თბილი სანთლები ანათებდნენ ოთახს და მე ბედნიერი ვიყავი,რომ საქართველოს ულამაზეს ისტორიულ ადგილას გავატარე დღე.

Hotel King Gorgasali

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment