48
ვიტიგრაფის საერთაშორისო კონკურსში სერგო ზაქარიაძის შარჟი გამოჩნდა. ქართველი მსახიობის სახეს მსოფლიოს წამყვანი კარიკატურისტები ქმნიან.
როგორც ირკვევა ეს კარგი საქმე ცნობილი მხატვარისა და კარიკატურისტის ბესიკ დუღაშვილის დამსახურებაა. სწორედ ამ დამსახურების შედეგად საიტზე უკვე სერგო ზაქარიაძის უამრავ შარჟს იხილავთ.
იხილეთ ლინკზე: http://www.wittygraphy.com/contest/1000131/sergo-zakariadze
„მე ამაყი ვარ, ჩემი თხოვნით ვიტიგრაფის საერთაშორისო კონკურსში ჩასვეს დიდი სერგო ზაქარიაძე“ – წერს ბესიკ დუღაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
დუღაშვილის ინიციატივას სხვა ქართველმა ცნობილმა კარიკატურისტებმაც აუბეს მხარი. ამ კონკურსში ყოველი მათგანი იღებს მონაწილეობას.