fbpx

”სიტყვა, რომელმაც ,,მომკლა” !!! ”

ავტორი ჟოლო
29 ნახვა

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი გულისამაჩუყებელ წერილს აქვეყნებს:

პეკინზე , ერთი მაღაზიის წინ ხშირად ვხედავ დედა-შვილს. იქ სხედან, მომცრო ზომის ჭიქა უდევთ მიწაზე და დახმარებას ითხოვენ …. რაღაცნაირი სევდიანები არიან! ქალი თვალებს მალავს, ბავშვი კი მორჩილად ზის ….ბიჭუნა 5-6 წლის იქნება ალბათ …დღესაც იქ ისხდნენ. ტრანსპორტს ველოდი და მათთან ახლოს მოვხვდი… ვხედავ მანქანა გაჩერდა, კაცი და პატარა ბიჭი გადმოვიდნენ და მაღაზიაში შევიდნენ…არ ვიცი რას ყიდულობდა კაცი, მაგრამ ბავშვი გარეთ გამოვიდა და პატარა ბიჭს მიუჯდა. მერე შარვალზე „ბრელოკი“ მოიხსნა და გაუწოდა..იქ მჯდომმა ბიჭმა გაუღიმა, გამოართვა და ,, სანაცვლოდ“ „ბულკი“ მისცა! საოცარი სცენა იყო, რომ არა კაცი!!!! კაცი მაღაზიიდან გამოვარდა, ბავში ააყენა, დატუქსა , „ბულკი“ ხელიდან გამოგლიჯა და მანქანაში ჩასვა! ამ საქციელით გაოგნებულმა ვერ გავიგე დედამ რა ჰკითხა ბიჭს, მაგრამ ბიჭის პასუხმა მომკლა : ,,ბულკი სუფთა იყო, არ მომიკბეჩია… “ 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment