ქვეყანაში სიხარულის გასავრცელებლად ახალგაზრდა მოხალისეთა 100 კაციანი ჯგუფი შეიქმნა. სწორედ მათი უშუალო მონაწილეობით გაიმართება 15 მაისს სიცილისა და პოზიტივის კარნავალი რუსთაველის გამზირზე. მანამდე კი ისინი, ერთმანეთს სიცილში იწვევენ და ვიდეოებს სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ.
როგორც სიცილისა და პოზიტივის კარნავალის ორგანიზატორებმა განაცხადეს „საუკეთესო სიცილის ავტორი“, ის, ვინც „სიცილისა და პოზიტივის კარნავალის“ გვერდზე განთავსებულ ვიდეოებში ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს iPhone-ით დაჯილდოვდება.
საქართველოში „სიცილისა და პოზიტივის კარნავალის“ დაფუძნებას უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც სიხარულით შეხვდნენ. რამდენიმე საათის წინ კარნავალის ფბ.გვერდზე ლონდონში მცხოვრებ ქართველთა ვიდეო განთავსდა, ნინო ბაინდურიშვილი და ლონდონელი ქართველები სიცილში თითოეულ მაყურებელს იწვევენ.
როგორც პროექტის ორგანიზატორებმა გვითხრეს ამ გვერდზე მალე ვიხილავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ქართველების ვიდეო გზავნილებს.
ასე რომ არ დავიშუროთ სიცილი, გამოვიწვიოთ ერთმანეთი სიხარულში და ერთად გავავრცელოთ პოზიტივი ქვეყანაში.
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=MF1V7g6Nue4&feature=youtu.be”]