35
ოცეოლა მაკარტი- ქალი, რომელიც ბავშვობაშივე იძულებული გახდა მიეტოვებინა სწავლა და ემუშავა მრეცხავად. მთელი ცხოვრება აგროვებდა ფულს, ყველაფერზე ეკონომიას აკეთებდა: საკვებზე, ტრანსპორტზე, ტელევიზორსა და სატელევიზიო არხებზეც კი…
არასოდეს გათხოვილა, არ გაუჩენია შვილი. ბანკში შეიტანა დედისა და დეიდისგან მიღებული მწირი მემკვიდრეობაც…
მუშაობდა ღრმა სიბერემდე და… მთელი თავისი დანაზოგი 150 000 დოლარი (რაც კოლოსალური თანხაა მრეცხავის დანაზოგის პირობაზე) ანდერძით დაუტოვა სამხრეთ მისისიპის შტატის უნივერსიტეტს, რათა დაეფინანსებინათ გაჭირვებული სტუდენტები.