fbpx

ყველაზე გამოუსადეგარი ძვირადღირებული ნივთები

ავტორი Ann
38 ნახვა

ძალიან მდიდარმა ადამიანებმა ზოგჯერ არც კი იციან რაში დახარჯონ მილიონები და ათას გამოუსადეგარ ნივთს ყიდულობენ. მწარმოებლებიც მათ მსგავს ნივთებს არ აკლებენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ძვირადღირებულ ნივთს, რომლებსაც ფაქტობრივად ვერაფერში გამოიყენებთ:

 

ტკბილეულობის ყუთი – შექმნილია ნატურალური ყვითელი და ლურჯი ბრილიანტებისგან. მისი ფასი მილიონნახევარ დოლარს შეადგენს.

 

1

 

სმარტფონი Diamond Crypto – შექმნილია პლატინისა და ვარდისფერი ოქროსგან. მისი გვერდები და ეკრანი დაფარულია ბრილიანტით. მისი ფასი 1,3 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

2

 

„ჰელოუ კიტი“ – ყველასთვის საყვარელი ამ სათამაშოს ერთ-ერთი ეგზემპლარი ბრილიანტებით, ლალით, საფირონებითა და ლურჯი ტოპაზითაა შექმნილი. მისი წონა 590 გრამს შეადგენს და 163 ათასი დოლარი ღირს.

 

3

 

ქალის ხელჩანთა – 2007 წელს დიზაინერულმა სახლმა „გინზა ტანაკამ“ ჩვენებაზე გამოიტანა ქალის ხელჩანთა, რომელიც მთლიანად ბრილიანტებით იყო მორთული და მისი ფასი 1 630 000 დოლარს შეადგენდა.

 

4

 

კრიკეტის ბურთი – ბურთი, რომელიც 2007 წელს კრიკეტის მსოფლიო თასის გამარჯვებულს გადაეცა მთლიანად ბრილიანტებითაა მორთული.

 

5

 

ჩაის პაკეტი – ბრიტანული კომპანია PG-ის 75 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოშვებული ეს და მისი ფასი 14 ათასი დოლარია.

 

6

მსგავსი სტატიები

Leave a Comment