fbpx

შეიყვარეთ თქვენი ცხოვრება-სასწაული

ავტორი ჟოლო
64 ნახვა

მოდის ახალი წელი და ყველა ვემზადებით სასწაულისთვის.
ძალიან გვინდა, რომ სასწაული მოხდეს და ეს ის იყოს, რაც ძალიან, ძალიან გვინდა, რომ მოხდეს.
მე ვფიქრობ, რომ ეს სასწაული უკვე ხდება. ხდებოდა გუშინაც და მოხდება ხვალაც. ამ სასწაულს ჩვენი ცხოვრება ჰქვია.
ჩვენი აზრები, მიზნები, ღიმილი, ოჯახის წევრები, ახლობლები, სამუშაო და ყველაფერი ის, რასაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია. ეს დეკემბრისთვის უჩვეულო წვიმაც კი, რომელიც წინასაახალწლო დღეებში მოდის ჩვენთან.
შეიყვარეთ თქვენი ცხოვრება-სასწაული და თქვენივე თავი, რადგან თქვენ თვითონ სასწაული ხართ.

სიყვარულით რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment