22
პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეითი ინდოეთში ვიზიტისას ინტერნეტის მეშვეობით გადააწყდნენ მათ 93 წლის თაყვანისმცემელს, რომელსაც ოცნება აუსრულეს და შეხვდნენ კიდევაც.
93 წლის ბომან კოხინორი ფლობს რესტორანს, რომელიც ცნობილია გემრიელი კერძებითა და თაბაშირის კედლებით. გემრიელი სამზარეულოს გარდა რესტორანი განსაკუთრებულია დეკორაციით, რომელშიც მრავლადაა სამეფო ოჯახის ატრიბუტიკა გამოყენებული, კედლები მორთულია დედოფალ ელისაბედის ფოტოებით.