fbpx

“სიყვარულის შავი ყუთი” პოეტ ტარიელ ჭანტურიასგან

ავტორი ნინო გონგაძე
108 ნახვა

თბილისის მედიათეკების ვაკის ფილიალში, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, პოეტ ტარიელ ჭანტურიას ახალი პოეტური კრებულის  პრეზენტაცია შედგა. კრებული სახელით “სიყვარულის შავი ყუთი” პოეტის სხვადასხვა თემატიკის ლექსებს აერთიანებს. იგი ერთნაირად საინტერესოა ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის. კრებული გამომცემლობა “ინტელექტისა”  და კულტურისა სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

12928164_574000829426304_7295313987792669452_n

ტარიელ ჭანტურია: ეს პრეზენტაცია თითქმის პირველია ჩემთვის. ამდენი ჩემიანი, ამდენი საყვარელი ადამიანი რომ დავინახე აქ ჩემს გამო მოსული, სულ მეხსომება ეს დღე, როგორც ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს მკითხველთან შეხვედრის საღამო. ყოველი ჭეშმარიტი პოეტი ანგარიშს აბარებს მომავალს. თუ ამ კრებულიდან ოთხი-ხუთი ლექსი გადაირჩევა ჩემი საერთო რჩეული კრებულისთვის, მაშინ მე ძალიან მადლიერი ვიქნები ამ წიგნის.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment