წლების წინ ნასწავლი გაკვეთილი.
ერთ-ერთ ორგანიზაციაში კონფერენციის წამყვანს არჩევდნენ. გასაუბრების შემდეგ…ისე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ კონფერენციის წამყვანად მე ამარჩევდნენ. მოვემზადე, თითოეული სიტყვა წინასწარ დავწერე და გავზომე. კაბაც კი ვიყიდე და შავი მაღალი ქუსლიანები. ერთი წამი არ მიფიქრია, რომ ის დღე ისე არ განვითარდებოდა, როგორც მე ვფიქრობდი.
წამყვანის გამოცხადებისას ოდნავ წამოვიწიე, ფოტოკამერებს ვუყურებდი პირდაპირ და ჩემ გულში გამარჯვებას აღვნიშნავდი. მე ხომ მთელი გული ჩავდე ამ გამარჯვებაში.
იმ დღეს, ჩემი სახელი არ გამოუცხადებიათ.
მოვდიოდი წვიმაში ფეხით და მიხაროდა, რომ წვიმდა რადგან ხალხი ვერ გაარჩევდა ჩემ ცრემლებს წვიმისგან და უცებ მივხვდი… არაფერს არ შეუძლია შენი მოტივირება, გაძლიერება ისე, როგორც წაგებას, როგორც დაცემას. უნდა დაეცე, რომ ადგე და სირბილს აუცილებლად სჭირდება სწავლა.
მას შემდეგ მინიმუმ 50 ზე მეტი ღონისძიება მაქვს წაყვანილი. იმ ორგანიზაციაშიც შემდეგი კონფერენციაც ამ სიაშია. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და გაკვეთილი უცვლელია. გამოწვებები არის გასაღები შემდეგი ნაბიჯებისთვის. წარუმატებლობა კი წარმატების პირობაა! გამარჯვებაზე მეტს ზოგჯერ წაგება გასწავლის და გული არასდროს არ უნდა გავიტეხოთ! მხოლოდ წინ, ვიაროთ, მოდით წინ.
პოსტის ავტორი: თამარ კანაშვილი