fbpx

ის, რაც კაცებზე უნდა იცოდეთ…

ავტორი Ann
114 ნახვა

 

თუ მამაკაცებისთვის ქალების ფსიქოლოგია ამოცანას წარმოადგენს, ასევე არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები ძლიერ სქესთან დაკავშირებით. როგორები არიან და რა სურთ ან სჭირდებათ სინამდვილეში? ამ შეკითხვაზე პასუხი ალბათ ყველა ქალს აინტერესებს. ექსპერტი ჯედ დაიმონდი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რამდენიმე ფაქტს გვთავაზობს:

 

ქალები და მამაკაცები ერთმანეთს გვანან – წარმოდგენა, რომ მამაკაცები მარსიდან არიან, ქალები კი – ვენერადან სინამდვილეს არ შეესაბამება. ორივე სქესს ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე მოთხოვნილებები აქვს, მცირედი განსხვავებებით. რასაკვირველია, განსხვავება არის, თუმცა არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვგონია.

 

მამაკაცებს სურთ დავინახოთ მათი განსხვავებულობა – მიუხედავად იმისა, რომ ორ სქესს შორის დიდი განსხვავება არ არის, მამაკაცებს აქვთ მოთხოვნილება მათი განსხვავებული თვისებები დაინახონ და დააფასონ ქალბატონებმა.

 

მამაკაცებს სჭირდებათ ურთიერთობა მამაკაცებთან – იმისათვის, რომ მამაკაცი ნამდვილ მამაკაცად ჩამოყალიბდეს, აუცილებლად სჭირდება იზრდებოდეს მამაკაცების გარემოცვაში, მოგვიანებით კი ხშრად იყოს მამაკაცი მეგობრების წრეში, რადგან სწორედ მათგან სწავლობს როგორი უნდა იყოს და როგორ მოექცეს ქალს.

 

მამაკაცებს სჭირდებათ ქალი, მაგრამ ეშინიათ მისი – მართალია მამაკაცი ძლიერი სქესისაა, მაგრამ მისთვის ქვეცნობიერად ქალი ძლიერ არსებას წარმოადგენს, ამიტომ ეშინია მისი, ეშინია მისგან უარყოფის.

 

მამაკაცები მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ – დღევანდელ მსოფლიოში დეპრესია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა ორივე სქესში, თუმცა მამაკაცები გაცილებით უფრო რთულად უმკლავდებიან მას.  ისინი გამოხატავენ თავიანთ უბედურებას, არიან გაღიზიანებულები და გაბრაზებულები.

 

მამაკაცებს სჭირდებათ თანასწორი ურთიერთობა დამყარებული სიყვარულსა და მხარდაჭერაზე – ყველას კარგად ესმის, რომ მსოფლიო იცვლება და მასთან ერთად შეხედულებები. თუ ადრე მამაკაცები წამყვან ძალად ითვლებოდნენ, დღეს მათ თანასწორობა სურთ, თუმცა მათი მოთხოვნაა სიყვარული და მხარდაჭერა პარტნიორის მხრიდან.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment