Apple – როცა კომპანიის დამფუძნებლების – სტივ ჯობსისა და სტივენ ვოზნიაკის წინაშე კომპანიის სახელის შერჩევის ამოცანა დადგა, ბევრი ვარიანტი განიხილეს, მაგრამ ვერაფერი შეურჩიეს. ჩაფიქრებულმა სტივმა მაგიდიდან ვაშლი აიღო და ხმაურით ჩაკბიჩა. რამდენიმე წამით ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ვოზნიაკმა თქვა: სხვათაშორის ეგ იდეაა!
Intel-ის დამფუძნებლები ბობ ნოისი და გორდონ მური Hewlett-Packard-ის მსგავსად კომპანიის სახელწოდებითვის თავიანთი გვარების გამოყენებას გეგმავდნენ. კომპანიას სახელი Moore Noyce უნდა დარქმეოდა, მაგრამ იმ დროისთვის მსგავსი სახელწოდების კომპანია უკვე დაფუძნებული იყო. ამიტომ მათ Integrated Electronics შეამოკლეს და მიიღეს Intel.
Google – კომპანიას თავიდან Googol ერქვა, რაც მათემატიკაში გამოიყენება როგორც ათის მეასე ხარისხის აღმნიშვნელი. მაგრამ როდესაც კომპანიის დამფუძნებლებმა ინვესტორისგან პირველი ჩეკი მიიღეს, იქ შეცდომით Googol-ის ნაცვლად Google ეწერა. რადგანაც თანხა მნიშვნელოვანი იყო, მათ მარტივად გადაწყვიტეს პრობლემა და კომპანიას სახელი გადაარქვეს.
Nissan პირველად ერქვა Nichon Sangio (იაპონური ინდუსტრია), შემდეგ დასახელება შემცირდა და გახდა Nissan.
Hitachi – კიდევ ერთი იაპონური სიტყვა, რომელიც განთიადს ნიშნავს.
Canon – ცნობილი კომპანიის სახელი ბუდისტური ქალღმერთის Kwanon-ისგან მომდინარეობს. კომპანია თავიდან Kwanon ერქვა, მაგრამ შემდეგ სახელი გამარტივდა და ეწოდა Canon. არსებობს ვერსია, რომ კომპანიას ამის გაკეთება ბუდისტთა რელიგიური ორგანიზაციის პროტესტის გამო მოუხდა.