fbpx

„შვილი ყოველდღე უნდა დაათვალიერო “სულიდან” თვალებამდე“…

ავტორი ჟოლო
1.3K ნახვა

ბავშვებო ჩემო ძვირფასებო ხშირად ესაუბრეთ მშობლებს…….❤

მშობლებო ჩვენ სულ გვეჩქარება, არა აქვს მნიშვნელობა სად გვეჩქარება, იქნება ეს ჩვენი საქმე თუ შვილებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად ვატარებდეთ მთელ დღეს სამსახურებში და ასე შემდეგ…

ბავშვისთვის ყველა ნაყიდ ნივთზე, ყველა მატერიალურისგან მიღებულ ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი მასთან ყოველდღიურად სასაუბრო დროის გამონახვაა, მის გვერდით ყოფნაა საჭირო, ისე გვერდით არა, სადარბაზოდან, სამზარეულოდან, სამუშაო ოთახიდან და აშ… შეძახილი გისმენ შვილო!!!

არა შვილი ყოველდღე უნდა დაათვალიერო “სულიდან” თვალებამდე… ახლოს უნდა იყო მის სათქმელთან, ისე ახლოს რომ ყველაფერი გაგანდოს, ყველაფერზე გესაუბროს, რჩევა გკითხოს… გაგანდოს რა უჭირს, რა უხარია… ან უბრალოდ ჩახუტების დრო ჰქონდეს თქვენთან რაც არ უნდა დიდი იყოს….

მშობლებო შვილებს ძალიან ვჭირდებით… და იქ კი არა ჩვენ რომ გგვგონია და წელებზე ფეხს ვიდგამთ რომ არაფერი დავაკლოთ… ეს აუცილებელი, თუმცა, მეორეხარისხოვანია მაინც…

მშობლებო შვილებს გვერდით ვჭირდებით…. მათ ჩვენთან საუბრები უნდათ…. აი აქ ვჭირდებით……

თამარ ბოკერია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment