ე.ი რომ არ დამეწერა გული გამისკდებოდა ალბათ
მყავს შვილი, თედო. 11ის არაა ჯერ, მარტში გახდება….
4 წლის წინ თავისით, 6 წლისამ გადაწყვიტა რომ უნდოდა ფეხბურთელობა, ხოდა არც დამიშლია. კვირაში 1დღე ვარჯიშობდა სპორტსკოლაში. ერთხელ გავყევი თამაშზე (ვმუაობდი მაშინ და დრო არ მქონდა) და გაოგნებული დავრჩი კარებში მდგომი რომ დავინახე, თურმე მეკარეობა გადაწყვიტა. გადავიღე ვიდეო დავდე აქ, ფეისზე, და რამდენიმე დღეში მიწვევა მივიღეთ ბათუმის დინამოში….გადავიყვანე, შარშან 15 სექტემბერს…როცა დავინახე რომ ეს გატაცება კი არა მისი ოცნება იყო, დავთმე კარიერა და დავყვები, ყველა ვარჯიშზე, ყველა თამაშზე, ვამხნევებ და ვაგულიანებ, რომ მეტი და მეტი შეუძლია. მართლაც მოახერხა იმდენი, რომ თავის ასაკის ძირითად გუნდში თამაშობს, ყველასგან (ოჯახის წევრებისგან)ვისმენ სულ, რომ ვარ მოცლილი, ტყუილად დავდივარ და ა.შ…. ეს 1 წელია არაფერი მიყიდია ჩემთვის, რადგან ჩემთვის განკუთვნული თანხით მას ვყიდულობ ფორმას, ბუცს, შიპოვკას, ფორმას (მეკარეობა ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა)ახლა მოხდა ისე, რომ ბურთი ვერ ვუყიდე, თანაგუნდელები თავის სავარჯიშო დროდან 2-3წუთს უთმობდნენ თედოს და აძლევდნენ თავიანთ ბურთს რომ ევარჯიშა. ამას წინათ ტრენერმა აჩუქა ბურთი (ანუ ამას იმიტომ ვყვები, რომ ხედავენ მასში მომავალს და მაქსიმალურად უდგანან გვერდით)….თვეზე მეტია დიდი დინამოს მეკარეების მწვრთნელი ავარჯიშებს სრულიად უსასყიდლოდ….
ხოდა, დღეს დაგვიბარეს ფედერაციაში და განგვიცხადეს, რომ იტალიაში გვიწევს წასვლა. გეფიცებით, ამხელა ქალი ვტიროდი.
მე ამაყი დედა ვარ, ამაყი იმით, რომ ვარ მომსწრე პირადად მისი ყველა მარცხისა და წარმატების.
იბრძოლეთ, დედებო, არასდროს დანებდეთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, ბრძოლა შვილის გამო ეს ღირს.
ჯერ ადრეა რაიმის განჭვრეტა, მაგრამ მე მჯერა, რომ “თედო ზოიძე”გახდება ის სახელ-გვარი, რომლითაც მხოლოდ მე კი არა, მთელი საქართველო იამაყებს.