ეს ბაბუა დობრია, მოხუცი, ბულგარეთის სოფელ ბაილოვოდან, რომელსაც ხშირად შეხვდებით მოწყალების სათხოვნელად ალექსანდრე ნეველის ტაძრის შესასვლელთან.
ყოველ დილას ის 10 კილომეტრს გადის თავისი სოფლიდან დედაქალაქამდე. 2010 წელს, დოკუმენტური ფილმის გადაღების პროცესში ბულგარეთის ტელევიზიის ჟურნალისტმა გასაოცარი რამ აღმოაჩინა ნეველის ტაძრის არქივის შესწავლისას – ყველაზე მსხვილი შემოწირულობა, რაც კი ოდესმე ამ ეკლესიას მიუღია ბაბუა დობრის სახელზეა! საუბარია 40 000 ევროზე.
მოხუცი ფულს, რასაც მოწყალებად იღებს თავის თავზე არასდროს ხარჯავს. ცხოვრობს 100 ევროიანი პენსიით და ნაჩუქარი პროდუქტებით, სამაგიეროდ სხვებს ეხმარება! მაგალითად, ფარავს ბავშვთა თავშესაფრის კომუნალურ გადასახადებს, რათა პატარებს სითბო და სინათლე არ მოაკლდეთ და უსახლკაროებს ეხმარება. ყველა მის კეთილ საქმეს ვერავინ ჩამოთვლის, ბაბუა დობრი ხომ არასდროს საუბრობს მათზე.