fbpx

ბექა გოჩიაშვილის სამშობლო – NEVER, NEVER, NEVER GIVE UP!

ავტორი ჟოლო
24 ნახვა

ბექა გოჩიაშვილი: „სამშობლო მოხუცი მშობელივითაა, რომელსაც მოვლა და სიცოცხლის შენარჩუნება უნდა და რა თქმა უნდა ეს ერთხელ არ კეთდება, მთელი ცხოვრება ვალდებულია ყველა თაობის ადამიანი რომ ემსახუროს თავის ქვეყანას, ერთგულად და ვაჟკაცურად.

ეს მუზეუმი და მარტო ვიზუალური სილამაზე არ არი, ცოცხალი რამეა. გაგზარდა და მოგცა ისეთი სიყვარული რასაც ქვეყნის სიყვარული ქვია, რის გარეშეც ობოლი ხარ. ამიტომ რომ არ დავობლდეთ პირველ რიგში არ უნდა დავბოლდეთ მტრისგან გადმოგდებული ძვალით (არა მტერთან კოლაბორაციას!) ჩვენს მხრებზეა ეს პასუხისმგებლობა.

მძიმე, რთული, შრომატევადი მაგრამ გამარჯვების მომტანი. ეს პროცესი და უნარი არასდროს არ უნდა დამთავრდეს. გამარჯვებაც თუ პროცესად არ აღვიქვით, ესეც როდესღაც გაჩერდება და დამარცხებაში გადაიზრდება.

დიდი ხანი შემიძლია ამ თემაზე ვილაპარაკო მაგრამ ეხლა მვრჩით კონცერტს და ჯემ-სეშენზე დასადუღებლად მივდივართ მე და ჩემი ძმები, ამიტომ ასე დავასრულებ:

NEVER, NEVER, NEVER GIVE UP!“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment