როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენში დამალული განძი და როგორ შევქმნათ საკუთარი ცხოვრების შედევრი?
თუ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და თქვენს ცხოვრებაში დაუჯერებელი სასწაულების მოხდენა გსურთ (სასწაულების, რომლისაც ამ წამს თავადაც არ გჯერათ) გამოიყენეთ შესაძლებლობა და 28-29 აპრილს დაესწარით ნიკოლაი ლატანსკის ტრენინგს თბილისში. მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი მოტივატორი და უკეთესი ცხოვრების შექმნის დიდოსტატი საქართველოს ხვალ ეწვევა.
„ყოველ ადამიანში არის გენიოსი“ – ამბობს ორიგინალური ტრენინგების ავტორი.
– თითოეულ ჩვენგანში, არის ის დაფარული შესაძლებლობები, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვერც კი ვამჩნევდეთ, მაგრამ რატომ ამტკიცებთ, რომ ყოველი ადამიანი გენიოსია?
-მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებთან მუშაობამ და მათთან ურთიერთობამ მომცა ამის თქმის საბაბი, როდესაც მიიჩნევ, რომ ნაცრისფერი მასის ნაწილი არა ხარ და შენში არის რაღაც უნიკალური, იწყებ არა მარტო გარშემომყოფთა, არამედ საკუთარი თავის განცვიფრებასაც.
ეს, ისევეა, სახლში, სადაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვცხოვრობთ აღმოაჩინო სარდაფი განძით, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ანალოგიურად ჩვენს ქვეცნობიერშიც არის უზარმაზარი რესურსი, რომლის აღმოჩენაც ძალიან უბრალო და მარტივი ტექნიკების მეშვეობით შეგვიძლია, ხოლო მათი გამოყენებით სასწაულების მოხდენაა შესაძლებელი.
მას შემდეგ, რაც ეს აღმოვაჩინე, მიზნად დავისახე, რომ სხვებისთვისაც შესაძლებელი ყოფილიყო იგივე და ახლა მაქვს მისია – დავეხმარო ადამიანებს რომ საკუთარ თავშიც აღმოაჩინონ გენიოსი, დავეხმარო მათ, რომ ბოლომდე გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და შექმნან საკუთარი ცხოვრებისგან შედევრი.
–სანამ სხვას თავის დაფარულ შესაძლებლობებზე დავუწყებთ საუბარს, აუცილებელია, ეს ნიჭი ჯერ საკუთარ თავში აღმოაჩინოთ, როგორ იყო ეს თქვენს შემთხვევაში?
-სამჯერ მომიხდა სწავლა მეორე კურსზე, კიევის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ცუდი მოსწრების გამო ყოველ ჯერზე მრიცხავდნენ.
მინდოდა, მარტივი გამოსავალი მეპოვნა, რასაც მოჰყვა უკანონოდ და უფულოდ მოგზაურობა ევროპაში, რამდენჯერმე დამადეპორტეს. სხვადასხვა კომპანიებში მუშაობას ვცდილობდი, მაგრამ ვერასოდეს ვიღებდი იმას, რაც მინდოდა.
ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ არ ვისწავლე რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ წარმატებული გავმხდარიყავი. სანამ არ მივხვდი, რომ მე თავად ვარ ჩემი ცხოვრების არქიტექტორი. როდესაც ამ იდეის დავიჯერე, დავამთავრე უნივერსიტეტი. სრულყოფილად ვისწავლე ორი უცხო ენა და შევქმენი საკუთარი წარმატებული კომპანია.
ყველას შეუძლია თავისი ცხოვრება შედევრად აქციოს, მე ეს ჩემი მაგალითით დავამტკიცე.
მოგვიანებით შევქმენი საკუთარი გენიალურობის აღმომჩენი ფორმულა, რომელსაც ჩემს ტრეინინგებზე ვასწავლი.
-რამ გიბიძგათ იმისკენ, რომ გამოგევლინათ, როგორც საკუთარი შესაძლებლობები , ასევე იმ ადამიანებისა რომელთანაც მუშაობთ?
-თავდაპირველად, მე არ ვცდილობდი სხვებში გენიის აღმოჩენას, უბრალოდ, ვუზიარებდი მათ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც გამაჩნდა. მოდიოდნენ „ცხოვრებისგან გულგატეხილი“ ადამიანები, გაკოტრებული კომპანიებით, სრულ გაუგებრობაში მყოფები, დაბნეულები და კითხულობდნენ – ახლა რა უნდა გავაკეთოთ?
იმ ცოდნის მიღების შემდეგ რასაც ჩემთან ეუფლებოდნენ, ისინი წარმატების ისეთ ისტორიებს ქმნიდნენ, რომლებზეც არც კი ოცნებობდნენ.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა სიტუაციაში იმყოფება ადამიანი ამჟამად. მთავარია მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახდე წარმატებული, მაშინ ვერაფერი შეგიშლის ხელს და შექმნი შენი ცხოვრების ნამდვილ შედევრს. მთავარია, მოინდომო!
მეტი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე
https://geniusinside.me/tbilisi
https://geniusinside.me/Tbilisi-eng