fbpx

„გადამარჩინე მეგობრის გადარჩენით” – გზავნილი საბერძნეთიდან

ავტორი ჟოლო
31 ნახვა

„ბიჭს, რომელსაც ლეიკემია აქვს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩვენი დახმარება სჭირდება!,“ – ამ მესიჯს საბერძნეთიდან ვიღებ, ნესი მწერს. ყოველთვის, როცა გამოჩნდება ხოლმე, ვიცი, ვიღაცის დასახმარებლად იბრძვის… ამჯერად  21 წლის გიორგის სიცოცხლისთვის ითხოვს შველას და საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებთან ერთად გიორგის გადასარჩენად გამართულ საქველმოქმედო აქციებს უერთდება.

21 წლის გიორგი კალიაევს, ლეიკემიის დიაგნოზით, თურქეთში სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

ის თურქეთში რამდენიმე დღეში უნდა წაიყვანონ. კლინიკაში gayrettepe florence nightingale hastanesi ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციაა დანიშნული. ოპერაციის გარდა, ოჯახს ძვლის ტვინის დონორისა და შემდგომი რეაბილიტაციის თანხებიც დასაფარი აქვს.

გიორგის ოჯახს ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია. ამიტომ, მისმა მეგობრებმა უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს, რის შედეგადაც გიორგის ოპერაციის თანხის მხოლოდ მესამედი შეუგროვეს. ოპერაციისთვის კიდევ

15 000 ლარია საჭირო, რომელიც 3 მარტამდე უნდა შეგროვდეს!

“გადამარჩინე მეგობრის გადარჩენით” ამ სლოგანით მიმართავენ გიორგის მეგობრები სხვადასხვა ორგანიზაციებს დახმარების სათხოვნელად და მეგობრის გადასარჩენად.

თუ კი თანხის სრულ ნაწილს 9 დღეში ვერ შეაგროვებენ, გიორგის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება.

საქართველოში ჩატარებულ აქციებს უერთდებიან ქართველი ემოგრანტები საბერძნეთიდან.

“ჩვენ გვჯერა რომ შეუძლებელს შევძლებთ და თანხას მოვაგროვებთ! თქენი მხარდაჭერის იმედად ვართ ადამიანებო!” წერენ მსგავს სტატუსებს გიორგის მეგობრები.

დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა ამ ანგარიშებზე შეგიძლიათ:

საქართველოს ბანკი / Bank of Georgia –

GE44BG0000000607618300

თიბისი ბანკი /TBC Bank –

GE17TB7712145061100086

ლიბერთი ბანკი / Liberty Bank-

GE54LB0111142322316000

მიმღები – მაკა ვარინა / Recipient – Maka Varina

0901700483 – ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან – 1 ლარი /Call from any mobile operator 1.00 GEL

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment