„არა, რომ არ დავწერო უბრალოდ არ შემიძლია, – წერს „ფეისბუქის” პირად გვერდზე ფოტოხელოვანი დინა ოგანოვა , როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა დინას უამრავ მიღწევას კიდევ ერთი ჯილდო შეემატა.
დინა ოგანოვა: „ ხანდახან მგონია,რომ ჩემი ცხოვრება ერთ დიდ ზღაპარს ჰგავს და პატარა ნაბიჯებით, ნელ-ნელა დიდ სივრცეში ვჩნდები. ეს არის ყველაზე მაგარი რაღაც, რაც კი შეიძლებოდა, რომ ჩემს თავს მომხდარიყო. პდნ-ის 2015 წლის მსოფლიო 30-ში ვარ!
და ეს კიდევ არ არის ყველაფერი…მოკლედ ძალიან “მარტივი ენით” რომ დავწერო, ამერიკაში “აღმოჩნდა”ქალი, რომელსაც თავისი ფონდი აქვს, დაათვალიერა წლევანდელი პდნ და მათ ისტორიაში პირველად გადაწყვიტა რომ 5 ფოტოგრაფი დავეჯილდოვებინეთ ფულადი პრემიის სახით ))) )
გაოგნებული ვარ, ბედნიერებისგან სად წავიდე აღარ ვიცი, ამ დროს როდესაც ჩვენს კულტურის სამინისტროს მცირე გრანტებიც კი არ აქვს აქაური ფოტოგრაფებისთვის და უფრო მეტიც, ფოტოგრაფიას ზოგადად არ თვლიან ხელოვნებად. ხოდა ასე…
მადლობა, რომ ვიღაც ხედავს და აფასებს იმ დიდ შრომას (და არ ეძახის ჩაჩხაკუნებას ან მეც ასე შემიძლია) და სიყვარულს, რომელსაც ვდებ ჩემს საქმეში და თითოეულ კადრში heart emoticon მალე ახალი პროექტიც დაიბადება“.