fbpx

ქართულ დამწერლობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ავტორი ჟოლო
31 ნახვა

ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეს ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ სასტუმრო „რედისონში“ 2015 წლის პროგრამის პრეზენტაციაზე გააჟღერა:

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას – ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერით მომზადდება და „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment