fbpx

“დაგისახელებთ პროდუქტებს, რომლებიც არ უნდა მიირთვათ”- დიეტოლოგ პიერ დუკანის რჩევები ქართველებს

ავტორი ნინო გონგაძე
36 ნახვა

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია პარიზში პიერ დუკანს ესტუმრა, დუკანის ცნობილი დიეტის ავტორს და მასთან პატარა ინტერვიუ ჩაწერა. ეფექტური დიეტის საიდუმლოება პიერ დუკანმა ქართველ მაყურებელს “სხვა შუადღის” საშუალებით გაუმხილა.

პიერ დუკანი:

კაცობრიობის არსებობის ადრეულ ეტაპზე, ადამიანი მონადირე იყო, ჭამდა ხორცს, ასევე ბუნებისგან იღებდა ბოსტნეულსაც, ამიტომაც იყო ძლიერი, ეს ჩვენს გენშიცაა.  ჩვენს რაციონში უამრავი ნახშირწყლის შემცველი საკვები გაჩნდა, რაც საფრთხეს შეიცავს. ჩვენი ორგანიზმი, ფიზიოლოგია არ არის ამას შეჩვეული და ვერ იღებს. პური დღეს იმ სახით, რა სახითაც მას ჩვენ ვიღებთ, არ ჰგავს ადრინდელს. უამრავ ადამიანს შეხვდებით, ვისაც სურს, იყოს ვეგანი.

მე მიყვარს ბოსტნეული და ის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის, თუმცა, ჩემი აზრით, ეს არაა საკმარისი. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მცირე დოზით მაინც პროტეინი, რადგან მისგან შევდგებით. ჩვენს სხეულს სჭირდება პროტეინი, რომლის არმიღების შემთხვევაში, კუნთოვან მასას დავკარგავთ.

ფიზიკური აქტივობაც მნიშვნელოვანია, შვრიის ქატოც, მაგრამ ეს არ არის დუკანის დიეტის მთავარი მამოძრავებელი. აქ მთავარი ნახშირწყლების შეზღუდვაა. ეს არის მთავარი მტერი. ეს ჩვენს გენეტიკაში არ დევს. მას დიდი რაოდენობით ორგანიზმი ვერ ეგუება.

დიეტის დროს პური არ შეიძლება, წონის კლების ფაზაში მით უმეტეს. თუ პური გინდათ, სთხოვეთ მცხობელს, შვრიის ქატო დაუმატოს, გემო იგივე ექნება. შვრიის ქატო განსხვავებულად მოქმედებს, ის შეიცავს ძვირფას ნივთიერებებს, ზედმეტ წყალს იწოვს და ყველაფერთან ერთად შეგიძლია მიირთვათ.

დუკანის დიეტა არ უნდა დაიცვან ორსულმა ქალებმა, 16-19 წლამდე მოზარდებმა, დიაბეტის მქონე პაციენტებმა.

დაგისახელებთ პროდუქტებს, რომლებიც არ უნდა მიირთვათ – სიმინდის ბურბუშელა, ეს ამერიკელების გასუქების მიზეზია, მეორე – ლუდია. რაც შეეხება ხილს, კარგია, მაგრამ დღეში სამი, მაგალითად, ბანანი ზედმეტად არ უნდა მიირთვათ. ასევე მოერიდეთ ბრინჯს, თეთრ ფქვილს, ეს ჩემთვის პირველი მტერია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment