fbpx

„დედი, შენ ხომ ყველაფერს გიჯერებს ღმერთი“

ავტორი Ann
48 ნახვა

„- შენ რომ სთხოვე ღმერთს, იმიტომ შეწყვიტა სეტყვის ჩამოყრა ციდან, ხო, დედიკო? – დარწმუნებულმა მაინც ვკითხე დედას.
– ხო, შვილო, დაილოცოს ღმერთის განგება.
– მუხის დედამ არ სთხოვა? – ვკითხე ისევ და დანანებით გავხედე მუხას, გულიდან რომ ცეცხლი ამოსდიოდა, – რატომ არ სთხოვა, დედი, მუხის დედამ, ჩემს შვილს ცეცხლი არ მოუკიდოო, ჰა?!
– დედა აღარა ჰყავს მაგ მუხას და იმიტომ, შვილო.
– ვინ მოუკლა?
– კაცმა.
– რომელმა კაცმა?
– ცულიანმა.
– მერე შენ რატომ არ სთხოვე, დედი, რომ მუხასაც არაფერი დაუშაოო, შენ ხომ ყველაფერს გიჯერებს ღმერთი, არც მუხას ესროდა მეხს.“

 

 

გოდერძი ჩოხელი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment