დანია ევროპის პატარა ქვეყანაა, რომელიც მთლიანად კუნძულებსა და ერთ ნახევარკუნძულზეა განლაგებული, ის 300-ზე მეტი კუნძულისგან შედგება, სახმელეთო საზღვარი აქვს გერმანიასთან. თუმცა, გარდა ამისა, ავტოტრანსპორტით დანიიდან შვედეთში გადასვლაცაა შესაძლებელი. თუ რუკას დააკვირდებით ამ ორ ქვეყანას ოკეანე ყოფს, მაგრამ ისეთი განვითარებული ქვეყნისთვის როგორიც დანიაა ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.
„სახმელეთო საზღვარი“, რომელიც მას მეზობელ ქვეყანასთან აქვს წყალქვეშა გვირაბია, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენს შვედურ მალმიოსთან აკავშირებს. ხიდი, რომელიც გვირაბს წინ უძღვის 8 კმ-ის სიღრმეზე ოკეანეშია შეჭრილი, შემდეგ კი 4 კმ-იანი გვირაბით გრძელდება ფლინტის არხის ქვეშ. ხიდი დანიელმა არქიტექტორმა ჯორჯ როტნემ დააპროქტა, ის 2000 წლის 1 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა.