აკეთე ის რაც მოგწონს და აკეთე ის ყოველთვის.
თუ რამე არ მოგწონს – შეცვალე.
თუ არ მოგწონს შენი სამსახური – შეეშვი.
თუ არ გყოფნის დრო – ნუ მისჩერებიხარ ტელევიზორს.
თუ ეძებ სიყვარულს – შეწყვიტე. ის თავად გიპოვნის მხოლოდ იმის მერე, რაც საყვარელი საქმის კეთებას დაიწყებ.
გეყოფა ანალიზი, ცხოვრება ანალიზს არ ექვემდებარება.
ცხოვრება – მარტივია!
მასში არსებული ყველა ემოცია – მშვენიერია.
როდესაც ჭამ – დატკბი ყოველი ლუკმით.
გახსენი შენი გონება, ხელები და გული ახლის მისაღებად.
გაეხსენი ადამიანებს.
გახსოვდეს, რომ ჩვენ გვაერთიანებს, ის რაც გვანსხვავებს.
არ შეგეშინდეს კითხვების დასმის
და არ შეგეშინდეს პასუხის გაცემის.
არ შეგეშინდეს ისაუბრო ოცნებაზე.
ნუ შეუშინდები მოგზაურობას. შესაძლებელია, თავი იპოვო იქ სადაც დაიკარგები.
ხშირ შემთხვევაში, შესაძლებლობა ჩნდება მხოლოდ ერთხელ… დაეწაფე და გამოიყენე.
ცხოვრება – ეს ადამიანებია სავლელ გზაზე და ის, რასაც შექმნი მათთან ერთად.
ასე, რომ დაიწყე ქმნა.
ცხოვრება – ძალიან სწრაფია.
სწორედ ახლა, დადგა ქმედებებზე გადასვლის დრო“
👌🤔🌞🤹გადაწყვიტე. მოდი ქოუჩინგზე.
🏁🏁🏁რეგისტრაცია ამ საიტზე👉 http://kvaratskhelia.pro/