საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, შუახევში ფოლკლორისტული ექსპედიცია დაიწყო. ექსპედიციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნოფორებს ჩაწერენ, რომლებიც მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ, ზეპირსიტყვიერ და ხალხური რეწვის ტრადიციებს დღემდე ინარჩუნებენ.
ვახტანგ ბერიძე: ექსპედიცია ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე სპეციალისტები ცეკვისა და სიმღერის ნიმუშებს შეიწვლიან. საექსპედიციო ჯგუფის წევრები არიან ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები: ნატო ზუმბაძე (ეთნომუსიკოლოგი), (ექსპედიციის ხელმძღვანელი )თეონა რუხაძე (ეთნომუსიკოლოგი), უჩა დვალიშვილი (ქორეოლოგი), არჩილ ბურჭულაძე (ხმის რეჟისორი), ნიკოლოზ გოგაშვილი (ვიდეოოპერატორი) შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი ლოლიტა სურმანიძე (ეთნომუსიკოლოგი).
ექსპედიციის პარალელურად ფოტო-ვიდეო დოკუმენტალისტი გივი ნახუცრიშვილი შუახევის ტრადიციების ამსახველ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.
პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შუახევის მუნიციპალიტეტი აფინანსებს.