როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ისე ჭამს ადამიანს იჭვი.
ეჭვიანი ადამიანი მუდმივად დისკომფორტშია, მუდმივად დაძაბულია და გონია მთელი სამყარო მის წინაღმდეგაა.
ეჭვით დაავადებული – მომავლის შიში, არასწორი აზროვნება, არასწორი მიდგომა, არასწორი ანალიზი, არასწორი შეფასება, ილუზია, მუდმივი სტრესი, აგრესია და შფოთი.
ეჭვს შეუძლია ადამიანი გაანადგუროს.
ხშირად ხდება აზრების მატერიალიზაცია ან იმდენად დარწმუნებულია ადამიანი თავის ნააზრევის ,,სიმართლეში” რომ შეიძლება ჰალუცინაციაც დაემართოს.
ეჭვი – არასრულფასოვნების კომპლესის მქონე ადამიანების სენია, ან პირიქით, რადიკალურად განსხვსვებული, ზე თვითდაჯერებული ადამიანები არიან ამ მდგომარეობაში.
ეჭვიან ადამიანს არ გააჩნია ზომიერების შეგრძნება, აქვს შინაგანი ბრძოლები, იტანჯება და მუდმივად დამარცხებულია.
ეჭვიანი ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე დაეჭვებულია საკუთარი თავის გარდა.
გადარჩენილია ის ადამიანი, ვინც ცოტა მაინც დაეჭვდება, რომ ის ცდება.
ეჭვიანობის იდეალური ფორმა, პრევენციული ეჭვი – ანუ წინასწარი ზომების მიღება, რისამეს თავიდან ასაცილებლად.
გიორგი ჯაჯანიძე