24
”ერთადერთი ფილმი, რომელზეც ხალხი ფეხზე იყო ამდგარი ”მანდარინები იყო”. ორჯერ მოხდა ეს, რეაქციები ძალიან კარგი იყო“, – ეს კომენტარი ”მანდარინების” რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ, ”კურიერთან” სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
რეჟისორის თქმით, „იდაც“ კარგი ფილმია, არ მომხდარა უსამართლობა და მსოფლიოს 5 საუკეთესო ფილმში დასახელება მნიშვნელოვანია. როგორც ზაზა ურუშაძე ამბობს, მათ უკვე აქვთ შემოთავაზებები სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიებიდან.
“ოსკარის” რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ჯილდო პოლონურმა ფილმმა “იდამ” მოიპოვა.