fbpx

თემები, რომლებზე საუბარიც განქორწინებულ ქალებს არ სურთ

ავტორი Ann
33 ნახვა

ქორწინება სამწუხაროდ ყოველთვის წარმატებულად არ მთავრდება. განქორწინება კი წყვილისთვის საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. გარდა იმისა, რომ რთულია ოჯახური ცხოვრებიდან მარტოსულ ცხოვრებაში გადაინაცვლო გარკვეული პრობლემები შვილების გამოც იქმნება. არის ბევრი პრობლემა, რომლებზე საუბარიც არ სურთ ხოლმე განქორწინებულ დედებს.

 

ფინანსური საკითხები – განქორწინების შემდეგ მთავარი პრობლემა, რომელიც თავს იჩენს ფინანსური საკითხია. ქალი ხვდება, რომ უჭირს მარტო გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, რადგან შესაძლოა გადაწყვეტილების მიღება მას დაბრალდეს.

 

გაყოფილი შვილი – არის მომენტები, როდესაც ყველაფრისგან გინდა დასვენება, თუმცა სულ რამდენიმე დღე შვილი შორს და ხვდები როგორ გენატრება. გაყოფილი დღესასწაულები, წვეულებები, საათები, წუთები… ეს ქალისთვის ძალიან დამთრგუნველია.

 

ხალხის აზრის მოსმენა – როდესაც წყვილი შორდება მეგობრები და ოჯახის წევრები იყოფიან, ყველა თავის პოზიციას გამოხატავს. ზოგი ერთ მხარეს აბრალებს გაყრას, ზოგიც – მეორეს.

 

ბავშვების რეაქცია – ბავშვისთვის ნებისმიერ ასაკში რთული გასაგებია რატომ იღებენ მშობლები ასეთ გადაწყვეტილებას, ის ყოველთვის დაჩაგრულად გრძნობს თავს.

 

როგორი ჩანდა და როგორი აღმოჩნდა ქორწინება – ქალისთვის რთული გასაცნობიერებელია, რომ ის, რაც ასეთი ლამაზი ჩანდა, სინამდვილეში კოშმარი აღმოჩნდა.

 

საუბარი, რომ შვილის გამო ერთად უნდა იყოთ – ასეთი საუბარი ქალს უფრო მეტად აგიჟებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შვილის ბედი ყველა ქალს ადარდებს პირადი ბედნიერებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment