fbpx

„თითქოს არც ვარსებობდეთ ამ ქვეყანაში“ – ლადო ბურდული

ავტორი ჟოლო
47 ნახვა

„არც ვიცი როგორ გავაპროტესტო და წინ აღუდგე იმ ზიზღს და დისკრიმინაციას რომელსაც ქართული თანამდეროვე მუსიკა და მუსიკოსები განვიცდით დღეს თვით ქართველებისგან ანუ ქართული მას მედიისგან, კომერციული სტრუქტურებისგან თუ ქართული ოფიციოზისაგან.

თითქოს არც ვარსებობდეთ ამ ქვეყანაში ან თითქოს მათი პირადი მტრები ვიყოთ.
და თუ ვინმე ვითომ ცდილობს რამის გაკეთებას ის პირდაპირ პოლიტიკური პარტიის დაკვეთით მუშაობს, რომ ქართული თანამედროვე მუსიკა თავისი ინტერესების და გავლენის სფეროებში მოაქციოს და გამოიყენოს რაც ფუნდამენტშივე ანადგურებს მას თუ ჯერ კიდევ რამე დარჩა მისგან.

და ასე მშვიდათ ყველა ვზივართ და ჩვენს პროფესიებში უყურებთ იდენტურ სქემას ყველა მიმართულებით როგორ იშლება და ნადგურდება ჩვენი ცხოვრება და საყვარელი საქმე ჩვენს თვალწინ და მართავენ მას დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული დღემდე აბსოლიტურად არა პატრიოტი და არა პროფესიონალი ჩინოვნიკები
მხოლოდ ერთი “ადვილი ფულის” შოვნის დევიზით“.

ლადო ბურდული

მსგავსი სტატიები

Leave a Comment