19
გერმანელი ჯარისკაცი იოზეფ შულცი, მეტსახელად “ის, რომელმაც არ ისროლა”.
1941 წლის 19 ივლისს, იუგოსლავიის ერთ-ერთი სოფლის “გაწმენდის” შემდეგ, მისმა ოცეულმა მიიღო ბრძანება “დამხვრეტი გუნდის” ფუნქცია შეესრულებინა. უნდა დაეხვრიტათ ოცამდე ადამიანი, რომლებიც პარტიზანულ მოძრაობაში იყვნენ ეჭვმიტანილი.
იოზეფ შულცმა დახვრეტაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ხოლო მას შემდეგ, რაც მას შეახსენეს, რომ დაუმორჩილებლობის გამო სამხედრო ტრიბუნალი ელოდა, მან დააგდო იარაღი და პარტიზანების გვერდით დადგა. იგი მათთან ერთად დახვრიტეს.
ეს ფოტო “დამხვრეტი გუნდის” ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გადაიღო. მასზე აღბეჭდილია შულცი, უკვე ჩაფხუტის და იარაღის გარეშე, მიემართება სერბებისკენ.
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში იოზეფ შულცი გმირ-ანტიფაშისტად არის აღიარებული.