fbpx

„კაზინიკის ეფექტი“ კაფეში „144 საფეხური“

ავტორი ჟოლო
81 ნახვა

მიხეილ კაზინიკი, ეს საოცარი ადამიანი არის მსოფლიოს თანამედროვე 100 საუკეთესო ადამიანთა სიაში. ცხოვრობს შვედეთში, არის მევიოლინე, ნობელის კონცერტის კომისიის ექსპერტი, სასკოლო სისტემის რეფორმატორი.

მრავალი ფილმის და გადაცემის ავტორი (მათ შორის 8 აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე 4 გადაცემა რუსეთის არხზე მიუძღვნა ქართულ კულტურას!!! ), მრავალი წიგნის და მათ შორის ბესთსელერის, “გენიოსთა საიდუმლოებანის” ავტორი. სექტემბერში თბილისში ჩამოსვლა უნდა, კონცერტის და მასტერკლასების გამართვა.

მის ჩამოსვლამდე გადავწყვიტე გავხსნა კაზინიკის კლუბი, სახელწოდებით “კაზინიკის ეფექტი”. ეს სათაური იმიტომ ავირჩიე რომ ამ საოცარ ადამიანს მართლა აქვს ის განუმეორებელი მომხიბვლელობა და ქარიზმა, რომელსაც შეიძლება “კაზინიკის ეფექტი დავარქვათ. ეს ადამიანი ჩვენს თვალწინ აცოცხლებს იმას, რაც თითქოს უკვე ვიცით, და სულ სხვა, ახალი კუთხით გვაჩვენებს მთელს მსოფლიო ლიტერატურასა და ხელოვნებას…

დღეიდან ყოველ სამშაბათს, საღამოობით ჩემს კაფეში ვგეგმავ კაზინიკის საღამოების ჩატარებას, ყოველ შეხვედრაზე ვნახავთ კაზინიკის ერთ ფილმს, შემდეგ მოვაწყობთ გარჩევას და მოწვეული მუსიკოსის შესრულებით ცოცხლად მოვისმენთ იმ კომპოზიტორის მუსიკას, ვის შესახებაც იქნება ნაჩვენები ფილმი.

Rusiko L. Oat

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=fPUa1-kaKw0″]

მსგავსი სტატიები

Leave a Comment