„ჩვენ გადარჩენა ნამდვილად გვიწერია, იმიტომ რომ თქვენ – ასეთი შინაგანად სუფთები და ძლიერები ხართ“ – წერს მწერალი და ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში და ტალახით გათხუპნულ და თვალებანთებულ ახალგაზრდებს ვრცელ პოსტს უძღვნის.
რამაზ გიგაური: „ამ ტრაგედიის დროს ვიხილეთ ბევრი ადამიანის გმირული საქციელი და ზოგიერთიი ადამიანის რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატური განცხადება. ყველაზე მეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე დავინახე ეს იყო ჩვენი ახალგაზრდების ერთიანობა. ვიღაცისთვის, რომ ეს ახალგაზრდები კიკინიანი ბიჭები ან ტუჩებმოპრუწული გოგონები იყვნენ, პირველებმა სწორედ მათ აიღეს ნიჩბები ხელში და უფრო მეტიც, ვისაც ნიჩაბი არ ჰქონდა ცარიელი ხელებით მუშაობდა.
გაივლის არც თუ დიდი დრო და ეს შინაგანად თავისუფალი ახალგაზრდობა გაფანტავს ერსა და ბერში არსებული ბნელს და გაანათებს ქვეყანას. მე ყოველთვის მჯეროდა მათი და ახლა უფრო მეტად მჯერა.
ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, მე არ მაინტერსებს თქვენ ღმერთის გწამთ თუ არა, რომელიმე პარტიას გულშემატკივრობთ თუ პოლიტიკა საერთოდ ფეხებზე გკიდიათ, ფილოსოფია უფრო გიყვართ თუ დელტაპლანით ფრენა, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, ჩვენ – მთელმა ქვეყანამ, ერმაც და ბერმაც თქვენგან უნდა ვისწავლოთ ქვეყნის სიყვარული.
მე თქვენ მიყვარხართ თქვენი ტალახიანი ხელებითა და ანთებული თვალებით!
ჩვენ გადარჩენა ნამდვილად გვიწერია და არა იმიტომ, რომ ღვთისმშობლის წილმხვედრი ვართ ან ევროკავშირში შევალთ, არამედ იმიტომ რომ თქვენ – ასეთი შინაგანად სუფთები და ძლიერები ხართ!
ეს მაძლევს უდიდეს იმედს და რწმენას.
მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“.
სიყვარულით რამაზ გიგაური