fbpx

მოერიდეთ მაცდურ მამაკაცს

ავტორი ნინო გონგაძე
43 ნახვა

მაცდურ მამაკაცს მუდმივად გარს ახვევია მომხიბვლელი გოგონების არმია. ფლირტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქუჩაში მომნუსხველი მზერით აცილებს ყველა საინტერესო ქალბატონს და მუდმივად მზადაა მათ მოსახიბლავად. რას იზამთ, ის ხომ მაცდურია.

ასეთი მამაკაცის გვერდით ვერასოდეს იგრძნობთ თავს მშვიდად, ამდენად უსიამოვნებებიც არასოდეს გამოგელევათ. საინტერესო ისაა, რომ ამ ტიპის მამაკაცები გულის სიღრმეში საშინელი ქალთმოძულენი არიან. სწორედ ამიტომ წარმოადგენს მათი ცხოვრების ძირითად მიზანს ყველა ქალის დაპყრობა, ასე თითქოს შურს იძიებენ სუსტი სქესის წარმომადგენლებზე და სასურველი შედეგის მისაღწევად უკან არაფერზე იხევენ.

ნებისმიერი ქალი, რომელიც ასეთი მამაკაცის კლანჭებში მოხვდება, აუცილებლად დაიტანჯება. როგორც უნდა ეცადოს, რაც უნდა მოიმოქმედოს, მის გულს ვერაფრით ვერ მოინადირებს, ვერ დაარწმუნებს, რომ სწორედ თვითონაა ის ერთადერთი, რომელიც მას გააბედნიერებს.

მაცდური მამაკაცი ბოლომდე მაცდურად რჩება. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მოზრდილი მამაკაცის ხასიათის გამოცვლა ადვილი არ არის. ამიტომ თუ უთანასწორო ორთაბრძოლაში არ აპირებთ ჩაბმას და ზედმეტი ნერვიულობა არაფერში გჭირდებათ, სჯობს, ყველანაირად მოერიდოთ მაცდურის ხიბლს. დაივიწყეთ იგი, როგორც ცუდი სიზმარი. გახსოვდეთ, მაცდურ მამაკაცებს სერიოზული ფსიქოლოგიური დეფექტი აქვთ, რომელიც სპეციალისტმა უნდა მოაგვაროს, თქვენ ამას ვერ შეძლებთ.

აუცილებელია გაითვალისწინოთ – მამაკაცი, რომელიც სიამოვნებით ადევნებს თვალს, როგორ იბრძვის რამდენიმე ქალი მის გვერდით ადგილის მოსაპოვებლად, მთლად ნორმალური არ არის და არ იმსახურებს თქვენს სიყვარულს.

ჩხუბი კატასტროფა არ არის შეხედულებებისა და მიღებული ინფორმაციის ემოციური გაცვლა, ყვირილი და ჩხუბი ყოველთვის როდი ნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის უთანხმოება წარმოიშვა. უფრო ხშირად ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებული წყვილები ჩხუბობენ, თუმცა ჩხუბსაც გააჩნია.

უპირველეს ყოვლისა, დაიმახსოვრეთ – ჩხუბი კატასტროფა არ არის! სრული ჰარმონია და სიმშვიდე მხოლოდ სენტიმენტალურ რომანებში არსებობს, კონფლიქტებიც მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოგვარდეს ემოციების გარეშე.

ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ მცირე კამათი განმუხტავს დაძაბულ ატმოსფეროს და ურთიერთობას აჯანსაღებს. თუმცა ჩხუბის დროს აუცილებელია, პრეტენზია ორივე მხარემ გარკვევით და ნათლად გამოთქვას, ყოველგვარი ბოღმისა და ღვარძლის გარეშე. მოერიდეთ ზედმეტ ემოციებს, უხეშ გამოთქმებს, ერთმანეთის შეურაცხყოფას.

არასოდეს თქვათ ისეთი რამ, რაც მერე შერიგებაში ხელს შეგიშლით და რის პატიებაც თვითონვე გაგიჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა ჩხუბი შეიძლება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს. დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართვის ფორმასაც, გახსოვდეთ: ხუმრობით, ღიმილით ნათქვამი ფრაზა უკვე აღარაა ისეთივე მწვავე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. ისწავლეთ სერიოზული პრობლემების წვრილმანი უსიამოვნებებისგან გამორჩევა, რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოთ იუმორის გრძნობა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment