fbpx

მოლოდინი გულს გიტეხთ – დააფასეთ რაც გაქვთ!

ავტორი Ann
52 ნახვა

ბედნიერება ყველა ადამიანს თავისებურად წარმოუდგენია. სიყვარულში არსებობს გარკეული მოთხოვნები, რომლებიც ორივე მხარისთვის საერთოა: ყველა ადამიანი იმსახურებს იყოს მასთან ერთად, ვისაც უყვარს, პატივს სცემს, მოაქვს სიხარული და მხარს უჭერს მძიმე წუთებში.

თუმცა, როგორც წესი ქალბატონებს ამ ყველაფერთან მიმართებაში განსაკუთრებული მოლოდინები აქვთ ხოლმე და ბედნიერება ის ჰგონიათ, თუ ყველაფერი სწორედ ისე მოხდება, როგორც წარმოუდენიათ. აუცილებელია იცოდეთ, რომ მოლოდინი იმედებს აუცილებლად გაგიცრუებთ და გულს გაგიტეხთ, რადგან შეუძლებელია ყველაფერი ისე იყოს, როგორც გსურთ.

თუ ყოველთვის ოცნებობდით მამაკაცს სასიყვარულო წერილი მოეწერა თქვენთვის, ამის ნაცვლად კი თქვენი პარტნიორი ცდილობს სხვა გზით დაგიმტკიცოთ სიყვარული და გააკეთოს რაღაც უნიკალური, საწუწუნო არაფერი გაქვთ. მთავარია მას ნამდვილად უყვარხართ და თქვენს გასახარებლად ყველაფერს აკეთებს. ბოლოს და ბოლოს მამაკაცებისა და ქალბატონების წარმოსახვის უნარი ხომ განსხვავდება?

მსგავსი სტატიები

Leave a Comment