fbpx

მხოლოდ საკუთარი თვალებით უმზირეთ სამყაროს…

ავტორი ჟოლო
74 ნახვა

…ერთი ახლობელი გოგო მყავდა…მახსოვს როგორ გულდასმით უვლიდა თავს. იდეალური წონა, მოვლილი კანი, მაკიაჟი, მოდური ტანისამოსი, ვარცხნილობა მუდამ წესტიგში….მისი ხელის თითები რენესასნსის ხანის იტალიურ ფრესკებზე გამოსახულ მადონას ხელებს ჩამოჰგავდა ….

…შეყვარებული ყავდა – ძალიან სიმატიური მაგრამ მოგარეწრო ტიპი…რომელსაც მერე ცოლად გაჰყვა….აღმოჩნდა რომ მისი ეს თავის მოვლა, სულ ამ ქმრის მოთხოვნა და ახირება ყოფილა….რადგან როცა წლების მერე ქმარს გაშორდა და მეგობარი მამაკაცი გაიჩინა, გასუქდა, გასივდა, ქუსლებიდან კომფორტულ ‘ჩუსტებში“ ჩამოქვეითდა, მოდა დაივიწყა..მაკიაჟიც…ვარცხნილობაც….

არიან ადამიანები გამხდრები და არა გამხდრები….და ეს არ უშლით ხელს იყვნენ მოვლილები და არც ეხმარებათ…მაგრამ ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ გამაოცა….
…ერთხელ ძალზე დელიკატურად შორიდან მოვლით ვკითხე რა იყო მისი ამ მოუვლელობის და 2 წელიწადში გასამმაგებული წონის მიზეზი….

.- „მე ჩემი თავი ასეთიც მიყვარსო“ – მიპასუხა….
ცოტა რომ კიდევ სიღრმეში წავიყვანე საუბარი , აღმოჩნდა რომ მის ქმარს იგი ასეთიც მოსწონს….

და, ეს ფრაზა უამრავჯერ მსმენია სხვებისგანაც….როცა რაღაც უნდათ და ნებისყოფა არ ყოფნოთ, ქმრის სურვილებზე აკეთებენ გადაბრალებას და ამ პოზას ყველასათვის კარგად ნაცნობი და გაცვეთლი „სირაქლემას პოზა“ ქვია სახელად…

…ახლა ამ ჩემს ნაცნობს, აღარც ის მეორე ქმარი აღარ ყავს ( რომელსაც იგი მოუვლელიც უყვარდა)….და საერთოდ დაიკარგა, დაიბნა, ვერ ჩამოყალიბდა. თავი როგორი უყვარს? ისეთი როგორიც არის , თუ…?
და სინამდვილეში თავად როგორია?
ის, ადრინდელი , მოვლილი, თუ ახლანდელი ?
და თქვენ იცით, როგორი ხართ სინამდვილეში?

საოცრებაა, რომ ადამიანები სხვისი თვალებით ვხედავთ ხოლმე საკუთარ თავს, სხვისი სიყვარულით გვიყვარს…და როცა ის სხვა არ არის ჩვენს გვერდით, უეცრად სულ უცხო ადამიანი გვიყურებს სარკიდან – გამარჯობა !…..ვერ იცანით? ეს თქვენ ხართ…!

მხოლოდ საკუთარი თალებით უზმირეთ სამყაროს…

აუცილებლად მტკიცე წარმოდგენა იქონიეთ საკუთარ თავზე და უნარებზე…

საკუთარ თავზე შეხედულება იმდენად მყარი უნდა იყოს, რომ იგი ვერავინ ვერასოდეს შეგაცვლევინოთ, თვით თქვენს მიერ ჩადენილმა არასასურველმა საქციელმაც კი…..

მოუარეთ საკუთარ სხეულს სიყვარულით, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით ხართ ფიზიკურად ცოცხალი…..და არა იმისათვის რომ ვინმეს სტანდარტებში ჩაჯდეთ…
სტანდარტი ერთია – თქვენს უდიდებულესობას უნდა ეკადრებოდეს!

ავტორი: ხათუნა მუზაშვილი

მსგავსი სტატიები