სიცოცხლისუნარიანობა, ტკბობის შესაძლებლობა, სამყაროსადმი მადლიერების შესაძლებლობა გვეხსნება მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულიად ჩავერთვებით აქ და ახლა მომენტში.
მაგრამ ჩნდება კითხვა – როგორ მოვახერხოთ ეს?
მნიშვნელოვანია გამოვიმუშავოთ ტოტალურობის შინაგანი ხარისხი და გავზარდოთ მისი დატევის საზღვრები.
ეს მეთოდი არის ცეკვისა და გიდირებული ტრანსის სინთეზი, რომელთა უნიკალური კომბინაციაც სხვადასხვა მედიტაციურ მელოდიებთან, მოგვცემს პროცესში მთლიანად ჩართვის უნარის გაფართოების საშუალებას.
თუ მზად ხარ დაადგე საკუთარ თავში მოგზაურობის ამ გზას. მოდი და ჩაიკარგე ცეკვაში. არაფერი მოიტოვო უკან. განზავდი ცეკვაში ისე, რომ შენ გაქრე და დარჩეს მხოლოდ ცეკვა. გაქრეს ყველანაირი გაყოფა მოქმედ პირსა და მოქმედებას შორის – მაშინ ეს გახდება მედიტაცია და მოგიტანს იმ სიღრმეს, იმ თავისუფლებას, ენერგიით იმ სისავსეს, რომელიც უბრალოდ გამოუთქმელია.
პრაქტიკაში ჩართვისთვის არ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული მომზადება, ან გამოცდილება. უბრალოდ მოიყვანეთ თქვენი თავი.
ჩვენ დაგახვედრებთ ისეთ სივრცეს, ისეთ ველს და განწყობას, რომელშიც შეძლებთ იყოთ ის ვინც ხართ, თქვენი უნიკალურობით, თქვენი განსაკუთრებული ღირებულებით. სწორედ ეს ველი იქნება ის მთავარი კომპონენტი, რომელშიც შესაძლებელი ხდება ჯგუფური ენერგიის აკუმულაცია და განკურნება.
არ დაგავიწყდეთ თქვენი შინაგანი მოთამაშე ნაწილის წამოყვანა.
წინ დიდი მხიარულება გველოდება.
ლილა
მედიტაციური ცეკვა – ლილასთან ერთად
18 ნოემბერი, 11:00 – 14:00
საფასური 55 ლ
შეხვედრის ადგილი ლუმოსი
დარეგისტრირდი https://bit.ly/35oy1lI
დაგვირეკე 597997887
მოგვწერე Jolo.ge
შეხვედრის ადგილი “ლუმოსი”, საირმის 71, გოძიაშვილის პარკში
შეხვედრა ტარდება Jolo.ge-ის ორგანიზებით