BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე
ნინო ღარიბაშვილი
ინგლისური ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პედაგოგი (TESOL teacher (Oregon University USA);
განათლების სამინისტროს ტრენერი;
ენების ინოვაციური აკადემიის დამფუძნებელი.
ნინო ღარიბაშვილის მიერ დაფუძნებულ აკადემიაში უცხო ენების შესწავლა ინოვაციური მეთოდებით უმოკლეს დროში ხდება და შედეგიც გარანტირებულია.
„საუკეთესოები და თავიანთი საქმის პროფესიონალები“, – ასე აფასებენ აკადემიის მასწავლებლებს ყოფილი აბიტურიენტები. ამის საფუძველიც აქვთ, მისაღებ გამოცდებზე ინგლისურში მაქსიმალური 70 ქულიდან თითოეულმა – 70, 69 და 68 ქულა აიღო.
„წარმატება ჩვენი ტრადიციაა!“ – ამბობს ქალბატონი ნინო და მიღწეული შედეგებით ამაყობს.
Jolo.ge ნინო ღარიბაშვილს ესაუბრა, სწორედ მისგან მოვისმინეთ ერთი წარმატებული ბიზნესის ისტორია. თუ როგორ იქცა კერძო მოსწავლეების მომზადებით დაწყებული საყვარელი საქმე, ენების ინოვაციურ აკადემიად.
ნინო ღარიბაშვილი: ენების ინოვაციური აკადემია 2019 წელს დაარსდა. ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით მარტივად შეისწავლონ უცხო ენა და მიღებული ცოდნით უფრო მეტს მიაღწიონ ცხოვრებაში.
ეფექტური სწავლებისთვის მასწავლებლები ინოვაციურ მეთოდიკას მიმართავენ. შედეგად, მოსწავლისთვის სწავლის პროცესი უფრო ხალისიანი, სასიამოვნო და ეფექტურია.
– როგორც ვიცი ენების ინოვაციური აკადემია ჯერ გორში დააფუძნეთ, შემდეგ კი თბილისშიც გახსენით ფილიალი.
– დიახ, ამჯერად დიღომში ვართ, ,,დრიმ თაუერის” შენობაში. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ უახლოეს ხანში კიდევ ერთი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. მერე კიდევ ერთის… მინდა ყველას ისე ახლოს ჰქონდეს ენების ინოვაციური აკადემია, რომ ფეხით მიირბინოს და ისწავლოს ბედნიერად.
– ანუ საყვარელი საქმე ბიზნესად აქციეთ… წარმატებისთვის რა არის საჭირო?
– პირველ რიგში იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აკეთებ. ასევე სწორად უნდა გქონდეს გათვლილი და დაგეგმილი ყველაფერი. იდეა ბიზნეს გეგმად გაწერილი, რაც მკაფიო ხედვას გიყალიბებს და იცი რა ნაბიჯები უნდა გადადგა მიზნამდე. მე გამიმართლა და წლების წინ BPN Georgia-ს ვორქშოპზე მოვხვდი. აქ სწორედ ის ცოდნა გაგვიზიარეს, რაც მაკლდა.
– კონკრეტულად რა მოგცათ BPN Georgia– სთან ურთიერთობამ ?
– პირველ რიგში, საოცრად კომფორტულია BPN Georgia-ს გუნდთან ურთიერთობა; ბიზნესის მართვის შესახებ უზარმაზარ ცოდნას (სემინარების/ვებინარების სახით) გვიზიარებენ და შეგიძლია შენთვის აქტუალური და საინტერესო თემა აირჩიო. მნიშვნელოვანია პერსონალური ბიზნეს შეხვედრები (ქოუჩინგები), როგორც ადგილობრივ, ასევე შვეიცარიელ წარმომადგენლებთან. ეს კომბინაცია ნამდვილად პროდუქტიულია და ჩვენს საქმიანობაზეც შესაბამისად აისახება.
BPN Georgia-სთან ურთიერთობამ მოგვცა მთავარი – თავდაჯერებულობა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორი, გათვლილი ნაბიჯების გადადგმა, რადგან ჩვენ უფრო ნაკლებად გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ვიდრე დიდ ბიზნესებს. დიდი სტიმულია, გვქონდეს შესაძლებლობა ინდივიდუალურ ქოუჩინგებზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები კომპეტენტურ და სანდო ადამიანებთან ერთად განვიხილოთ.
მოხარული ვარ, რომ წლების წინ საჭირო დროს ჩვენი გზები სწორედ BPN Georgia-სთან გადაიკვეთა, ამ საოცარ გუნდთან, რომელიც თვითონ არის პროფესიონალიზმის, წარმატების და გუნდური მუშაობის საუკეთესო მაგალითი.
რომ არა BPN Georgia, ოცნება ოცნებად დარჩებოდა და დღეს არ იარსებებდა ენების ინოვაციური აკადემია, რომელიც უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აბედნიერებს და უმაღლესი ხარისხის განათლებას აძლევს მოკლე დროში.
თუ გსურთ უცხო ენები სწრაფად, მარტივად, სასიამოვნო გარემოში და ამასთანავე საფუძვლიანად შეისწავლოთ, ენების ინოვაციურ აკადემიას ეწვიეთ.
ენების ინოვაციური აკადემია – Innovative Language Academy
ხოლო, თუ გსურთ იდეა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ, აუცილებლად დაუკავშირდით BPN Georgia-ს
📞 599 87 93 41.