fbpx

ცეკვის მედიტაცია – განიცადე თავისუფლება

ავტორი დეა თავბერიძე
646 ნახვა

ცეკვის მედიტაცია ყველასთვისაა. მათთვისაც ვისაც ჰგონია, რომ ცეკვა არ იცის. აქ არ არის აუცილებელი სპეციალური ცოდნა, გამოცდილება ან ცეკვის უნარიაქ არ არსებობს განსაკუთრებული სტრუქტურა, გათვლილი ნაბიჯები, ან ცეკვის რაიმე კონკრეტული გზაცეკვის მედიტაცია, ეს არის თავისუფალი ცეკვის სტილი, რომელშიც მთავარი მასწავლებელი მუსიკაა

ამ ყოველივეზე უფრო დაწვრილებით მედიტაციის ოსტატი ვიტალი ისაუბრებს.

,,თანამედროვე ადამიანი უამრავი შემზღუდველი ფაქტორით არის გარემოცული. ეს მისთვის იმდენად ბუნებრივ მოცემულობად გადაიქცა, მას არც კი სჯერა, რომ არსებობს განსხვავებული ცხოვრების ალტერნატივა.

ადამიანი შეზღუდულია თავის საქმიანობაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ყველგან და ყველაფერში მოქცეულია რაღაც ჩარჩოებში და ვერც კი აცნობიერებს, რომ ის რაც ყველაზე მნიშნელოვანია ყურადღების მიღმა რჩება.

ადამიანი ვერ გრძნობს, რომ ის აქ მოსულია უფრო მეტისთვის – არსებობასთან, ბუნებასთან, კოსმოსთან კავშირის შეგრძნებისთვის.

რა კავშირშია ეს ყველაფერი მედიტაციასთან?

– მედიტაცია, როგორც ტექნიკა, ადამიანს აძლევს საშუალებას იყოს თავისუფალი, უფრო მეტად მგრძნობიარე და გადაინაცვლოს გონებიდან გულში.

აი, მაშინ იგრძნობს კავშირს ბუნებასთან და თავის მონაწილეობას ამ პროცესთან. იგრძნობს, რომ არის განუყრელი ნაწილი რაღაც უფრო მეტის, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ჩნდება შეგრძნება ამ ყველაფერთან შერწყმის.

დღეს კი ადამიანი ცხოვრობს ამ ცოდნის გარეშე. თავს ყველაფრისგან განცალკევებულად გრძნობს. ტენდენცია ისეთია, რომ უფრო და უფრო მეტად უცხოვდება სხვების მიმართ. მართალია არის ინტერნეტი რაც სხვა ადამიანებთან კავშირის საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს არ არის ცოცხალი კონტაქტი და ადამიანს ვერ აძლევს იმას, რაც რეალურად სჭირდება… მას ვერ ათავისუფლებს… მედიტაცია ეს არის ამ ზედმეტისგან განთავისუფლების ყველაზე საჭირო გზა.

– რას იტყვით ცეკვის მედიტაციაზე, რას გვაძლევს ის?

-ცეკვის მედიტაცია მოიცავს ბევრ მოძრაობას, ცეკვას, რომელიც შინაგანი მდგომარეობიდან ხდება. ჩვენ ვამზადებთ ჩვენს თავს ამ ცეკვისთვის და გავდივართ ტექნიკის სხვადასხვა საფეხურს.

მედიტაცია ეხმარება ადამიანს, რომ იყოს ბევრად უფრო მშვიდი, რომ საკუთარ თავში შეიგრძნოს ეს სიმშვიდე და სიჩუმე. ამ შინაგანი სიჩუმიდან წარმოიქმნება იმპულსი, რის უკანაც დგას ენერგია. ენერგია, რომელიც მიძინებული იყო მასში, ან იფლანგებოდა  ყოველდღიურობაში. ახლა ამ მშვიდ მდგომარეობაში ეს ენერგია მასში რჩება და მერე, როდესაც სხვა ეტაპზე გადავდივართ ის მჟღავნდება ჩვენს ფიზიკურ სხეულში.

სწორედ ამ გამოვლინებას ვეძახით ცეკვას.

ეს ენერგია, როგორ აისახება შემდეგ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში?

მედიტაცია ხელს უწყობს მიძინებული შემოქმედებითი ნიჭის გაღვიძებას, რაც შეიძლება აისახოს ხატვაში, სიმღერაში, მუსიკაში, ადამიანმა შეიძლება დაიწყოს შექმნა…

მედიტაციის ტექნიკა ადამიანს ეხმარება იმის გახსენებაში, რომ ეს მდგომარეობა მის ცხოვრებაში უკვე იყო, რომ ეს ძალიან ნაცნობია.

პრაქტიკულად ყველა ბავშვი იმყოფება ამ მედიტაციურ მდგომარეობაში, რადგან ის დაკავშირებულია არსებობასთან – აქ და ახლა და მისი მეშვეობით  არსებობა ავლენს თავს.

ამიტომაც გვიზიდავენ ბავშვები ასე თავიანთი სიხარულით, გახსნილობით, გულუბრყვილობით …

მერე კი, დროთა განმავლობაში ბავშვი კარგავს ამ მდგომარეობას. რადგან მისი ცნობიერება იწყებს კონცენტრირებას, რომელიმე მიზანზე.

და მიზნებს შორის მთავარი მიზანი გადარჩენაა.

გადარჩენისათვის ბრძოლა იწყება ოჯახიდან, გრძელდება სკოლაში, მერე ინსტიტუტში. ეს კი ავიწროვებს ადამიანის უკიდეგანო ცნობიერებას. პრაქტიკულად მთელი ცხოვრება მიმართულია აზროვნების შევიწროვებაზე.

შეზღუდული აზროვნება იწვევს იმას, რომ ადამიანი განცალკევებულია და ცხოვრებას აგრძელებს ჩარჩოებში. ის ცხოვრობს თავის შევიწროვებულ სამყაროში და ყოველივეს უყურებს თავისი შევიწროვებული აზროვნების პროექციით.

ამიტომ პრაქტიკულად ადამიანი იმ რეალობას ვერ აღიქვამს რომელშიც არის.

მედიტაციის ტექნიკა გვეხმარება, რომ  ისევ დავუბრუნდეთ იმ ბავშვურ მდგომარეობას. ის გვაძლევს გახსნილობას, შინაგანი სიმშვიდისა და სიჩუმის მდგომარეობას, ასევე გვახსენებს, რომ სავსე ვართ უსაზღვრო ენერგიით. როდესაც ამას გრძნობ, ხვდები, რომ ეს მდგომარეობა ბავშვობაში უკვე განგიცდია. ყოველი მედიტაციის ტექნიკა უბრალოდ გაბრუნებს იქ სადაც ადრე იყავი. ის არაფერს ქმნის ახალს, ყველაფერი უკვე შენშია. შენ ამ მედიტაციური მდგომარეობით მოხვედი ამ სამყაროში, ახლა კი ტექნიკა გახსენებს ადრე უკვე განცდილ თავისუფლებას.

მედიტაციური ცეკვა – ლილასთან ერთად

18 ნოემბერი, 11:00 – 14:00

საფასური 55 ლ

✔ დარეგისტრირდი 

 ✔ დაგვირეკე 597997887

 ✔ მოგვწერე Jolo.ge 

შეხვედრის ადგილი “ლუმოსი”

შეხვედრა ტარდება Jolo.ge-ის ორგანიზებით

მსგავსი სტატიები

Leave a Comment